Jobiglo

No results.

Sales Development Representative GEO

academyofdigitalindustries · Tbilisi

New
Freelance Junior ka

Job description

Sales Development Representative GEO

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.პოზიციის შესახებდღეს ჩვენ ციფრული პროფესიონალების მომავალ თაობას ვზრდით: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს და კრეატორებს, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სურთ იყვნენ საუკეთესოები საკუთარ საქმეში.ADI-ში გაყიდვები არ არის მხოლოდ სკრიპტების კითხვა — ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულების გადმოცემა და ადამიანური კავშირი. ვეძებთ Sales Development Representative-ს (SDR), რომელიც დაეხმარება მეტ ადამიანებს აღმოაჩინონ, რას შეიძლება გაუხსნას ADI მათ ცხოვრებაში.თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამბიციური, ცნობისმოყვარე ან უბრალოდ ცვლილების მაძიებელი , თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მათ დაინახონ შესაძლებლობები.თუ მუშაობდით ქოლ-ცენტრში, გაყიდვების გუნდში ან სწრაფი ტემპის გარემოში და მოგწონთ კომუნიკაცია ადამიანებთან ,აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ.ჩვენ ვქმნით გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ ადამიანური; დისციპლინირებული, მაგრამ მხარდამჭერი.მთავარი ვალდებულებებიპოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, მესიჯი, მეილი)  დროული, მეგობრული და პროფესიონალური პასუხები ყველა შეტყობინებაზე;ლიდების ეფექტური დამუშავება და CRM-ში ზუსტი მონაცემების რეგისტრაცია;დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება აკადემიის კურსებისა და სერვისების შესახებ;კლიენტის საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება (აპსელინგი, ქროსსელინგი, სპეციალური პაკეტები);გარიგებების დახურვა და გაყიდვების რაოდენობრივი მიზნების შესრულება;აქტიური მონაწილეობა გუნდურ გაყიდვებში და საერთო მიზნების მიღწევაში;არსებული სტუდენტების პორტფოლიოს მართვა — დამატებითი კურსების შეთავაზება და ინტერესის შენარჩუნება;მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდთან თანამშრომლობა კურსების სიახლეების, ტენდენციებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად;მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და გაყიდვების პაიპლაინის ეფექტური მართვა;გაყიდვების მენეჯერის დავალებების დროული შესრულება;ახალი და არსებული კლიენტებისგან გადახდების დროული უზრუნველყოფა.Requirementsკვალიფიკაციამინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავსი ტიპის პოზიციაზე;ძლიერი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და გარიგებების დახურვის უნარი;მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობის ორგანიზებულობა;ობიექციების მართვისა და მოქნილად ადაპტაციის უნარი;გუნდთან თანამშრომლობის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულება.რას გთავაზობთმეგობრული სამუშაო გარემო (მართლა ასეა!);დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მხარდაჭერილ გუნდში;პირველ 3 თვეში ოფისიდან მუშაობა, შემდგომში — ჰიბრიდული ფორმატი;ულიმიტო წვდომა ADI-ის ყველა კურსზე (და ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის);მიმზიდველი Referral პროგრამა.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec academyofdigitalindustries.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Le contrat proposé est un Freelance basé à Tbilisi.
Source : ats:recruitee

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

💬 Chat with us on Telegram

Published 2 hours ago

Expires 1 month from now

1 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

academyofdigitalindustries

Tbilisi