Head of Quality Assurance
ALTA • ალტა · Tbilissi
Job description
ჩვენ ვართ ალტა, ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.„ალტა“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მართვა;მომსახურების სტანდარტების შემუშავება და განახლება ფილიალების, ქოლ-ცენტრის, ონლაინ მაღაზიის, მიწოდება/ინსტალაციისა და სერვის ცენტრისთვის, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;შეფასების სისტემის და ხარისხის KPI-ების შექმნა, სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა;მისტიური მყიდველის პროგრამის მართვა, ფილიალების აუდიტები, ქოლ-ცენტრის ზარებისა და ჩატების შეფასება, ონლაინ მაღაზიის მომხმარებლის გამოცდილების, სერვის ცენტრისა და საგარანტიო პარტნიორების მონიტორინგი;საჩივრებისა და უკუკავშირის (NPS/CSAT, სოციალური მედია, შეფასების პლატფორმები) ანალიზი, ძირეული მიზეზების გამოვლენა და საჩივრების განხილვის პროცედურის, ვადებისა და ესკალაციის წესის შემუშავება;ხარისხის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ფილიალების რეიტინგის გამოვლენა და გენერალური დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშგება;დარღვევებზე გამოსწორების გეგმების შეთანხმება ფილიალის მენეჯერებთან და შესრულების კონტროლი, ტრენინგის საჭიროებების გადაცემა L&D-სთვის, თანამშრომელთა წახალისების ინიციატივების წარდგენა;მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი, საუკეთესო პრაქტიკებისა და კონკურენტების სტანდარტების შესწავლა, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ინიცირება და ბიუჯეტის მართვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში;არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ხარისხის კონტროლის, აუდიტის ან მომსახურების სტანდარტების მიმართულებით, სასურველია საცალო ვაჭრობის ან ტექნიკის ინდუსტრიის გამოცდილება;სავალდებულოა არანაკლებ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა;სასურველია BI ინსტრუმენტების, ISO 9001, Lean ან Six Sigma მეთოდოლოგიის ცოდნა.პიროვნული უნარ-ჩვევები:მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი;დროის მართვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა.ანალიტიკური უნარი.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს „ალტას“ უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 21 hours ago
Expires 1 month from now
4 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
ALTA • ალტა
Tbilissi
Related job offers
-
Senior Specialist, Project Management Support
PharmaLex Tbilissi -
Process Coordinator
Flutter Central & Eastern Europe Tbilissi -
Office & Reception Administrator
Flat Rock Technology 🧩 Tbilissi -
Deputy Operational Support Store
Triple A Internetshops GmbH -
Делопроизводитель (переезд в Батуми, релокационный пакет)
European Village LLC Batoumi