Bar Manager
Shuffle Boar • შაფლ ბოარ · Tbilissi
Job description
Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერსShuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული.ვის ეძებს კომპანია? კომპანია ეძებს მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე.მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება.მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე.გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება.შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება.თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა.ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი.საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა.დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია.რუსული ენის ცოდნა სასურველია.მოვალეობები:ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით.საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი.შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება.პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით.მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება.საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად.შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა.თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია.საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი.საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა.მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება.მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია.პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად.ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა.ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა.რას სთავაზობს კომპანიაკონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000–6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე.მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით.გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს.შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება.ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას.თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს.ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისისამუშაო ტიპი: სრული განაკვეთიდაინტერესებით შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: სათაურის ველში მიუთითეთ: „Bar Manager“.განაცხადები, რომლებსაც სათაურის ველში მითითებული არ ექნებათ ზემოაღნიშნული დასახელება, არ განიხილება.
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Salary: Sales Manager Based on 24 job offers in GeorgiaApply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 3 hours ago
Expires 1 month from now
6 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
Shuffle Boar • შაფლ ბოარ
Tbilissi
Related job offers
-
Hotel Engineer – Maintenance and Guest Repairs
Sheraton Hotels & Resorts Tbilissi -
Reservations Agent
Marriott International Tbilissi -
Hotel Contracting Specialist (Turkish Speaking)
Yolwise Tbilissi -
Expert en service client F&B
Sheraton Hotels & Resorts Batoumi -
Tour Leader - Armenia, Georgia & Azerbaijan
Intrepid Travel