Jobiglo

Aucun resultat.

სერვის-დესკის სპეციალისტი

TBC

Nouveau
Mid ka
ITIL 4

Description du poste

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტური რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker - ის Technology Awards 2026 -ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.სამუშაოს აღწერილობამომხმარებელთა შემოსულ ზარებსა და განაცხადებზე დროული, ეფექტიანი და პროფესიონალური რეაგირება;ინციდენტებისა და მოთხოვნების სრული, ზუსტი და სტანდარტების შესაბამისი რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში;მომხმარებელთა საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში;მოთხოვნების შესაბამის ტექნიკურ გუნდებთან გადამისამართება, დეტალური ანალიზისა და სწორი დიაგნოსტიკის საფუძველზე;გადაცემული მოთხოვნების შესრულების პროცესის აქტიური მონიტორინგი და მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;IT დეპარტამენტის შიდა გუნდებთან კოორდინაცია პრობლემების სწრაფი და ეფექტიანი მოგვარებისთვის;მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა. კვალიფიკაციამინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT Support / IT Service Desk / IT Help Desk ან ანალოგიურ პოზიციაზე;ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვის პროცესების ცოდნა (ITIL 4 ან სხვა შესაბამისი პრაქტიკა);ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და დიაგნოსტიკის უნარი;მომხმარებელთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურებაზე ორიენტირებულობის მაღალი დონე;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრიორიტეტების მართვის უნარი;AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBC.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 5 heures

Expire dans 1 mois

2 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBC