"საქართველოს კლინიკები" აცხადებს აუდიტორის ვაკანსიას თბილისში.სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ს.ცინცაძის N24ა.სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.ძირითადი მოვალეობები:აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ (ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.კომპანიის ბიზნეს პროცეს (ებ)ის აუდიტის წარმართვა:** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;** შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;** შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;** პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება:o პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა;o შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა;o შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება/შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება;o შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად;o პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა;o შემოწმების პროცესის დროში გაწერა;o პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორციელების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან.- შემოწმების პროცესის წარმართვა:o კონტროლის მექანიზმების ტესტირება;o შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;o აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხისმგებელ პირ (ებ)თან.** შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა.** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:** უმაღლესი განათლება; სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;** აუცილებელია აუდიტორულ კომპანიაში აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) ან/და შიდა აუდიტის/შიდა კონტროლის მიმართულებით სამედიცინო ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;** აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, MS project და SQL პროგრამების ცოდნა;** შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;** რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;** პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა. Show more Show less
Questions fréquentes
Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec Georgian Clinics.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.