Jobiglo

No results.

მარკეტინგის მენეჯერი

უნისონი • UNISON · Tbilissi

New
Senior ka
Google Ads Meta Ads Google Analytics SEO CRM Performance marketing

Job description

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.ძირითადი მოვალეობები:მარკეტინგული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;მარკეტინგული პროექტების, კამპანიებისა და გუნდის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;სხვა დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა მარკეტინგული ინიციატივების განხორციელების მიზნით.კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხების განვითარება და მართვა;სადაზღვევო პროდუქტების ონლაინ შეძენის, გადახდისა და პოლისების განახლების პროცესების გაუმჯობესება;ციფრული გაყიდვების ზრდის, კონვერსიის ოპტიმიზაციისა და დამატებითი გაყიდვების (Cross-sell/Upsell) ინიციატივების განხორციელება.ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ბიზნეს მიმართულების მართვა, მონიტორინგი და განვითარება;კონტენტის, სადაზღვევო პროდუქტების, შეთავაზებებისა და ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა;მომხმარებლის გამოცდილების (UX/CX) გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის ინიციირება, IT დეპარტამენტთან კოორდინაცია და ცვლილებების ტესტირება.CRM სისტემის მარკეტინგული მიმართულების მართვა და განვითარება;მომხმარებელთა სეგმენტაცია, პერსონალიზებული და ავტომატიზებული Email/SMS/Push კამპანიების მართვა;მომხმარებელთა შენარჩუნების, ლოიალობის, ხელახალი აქტივაციისა და პოლისების განახლების ინიციატივების განხორციელება.ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია (Google Ads, Meta Ads და სხვა)SEO-ს, სოციალური მედიის, კონტენტ-სტრატეგიისა და ბრენდის ციფრული კომუნიკაციის მართვა;სადაზღვევო და ფინანსური ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, პროდუქტების პოზიციონირებისა და შეთავაზებების განვითარება.ციფრული გაყიდვების, მარკეტინგული კამპანიებისა და CRM-ის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;ძირითადი KPI-ების (Conversion Rate, CAC, CPL, ROAS, Retention) კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;მომხმარებელთა უკუკავშირის, კმაყოფილებისა და ონლაინ რეპუტაციის ანალიზიმარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანობის კონტროლი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;მარკეტინგში მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ციფრული მარკეტინგისა და E-commerce-ის მიმართულებით;სადაზღვევო, საბანკო, საფინანსო ან FinTech სექტორში მარკეტინგის გამოცდილება;E-commerce-ის, ციფრული გაყიდვებისა და Performance Marketing-ის საფუძვლიანი ცოდნა;ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციისა და CRM სისტემების მართვის გამოცდილება;Google Ads, Meta Ads, Google Analytics და SEO ინსტრუმენტების ცოდნა;სტრატეგიული დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და გუნდის მართვის გამოცდილება;ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ ან გაგვიზიაროთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-მარკეტინგის მენეჯერი.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec უნისონი • UNISON.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

Published 1 day ago

Expires 1 month from now

7 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

უნისონი • UNISON

Tbilissi