დეველოპერ-სტაჟიორი - Tourinvest Group-ში
Bellevue Residence Batumi · Batoumi
Job description
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერ-სტაჟიორის პოზიციაზესამუშაოს აღწერა: დეველოპერ-სტაჟიორს DOP-ზე (Data Operations Platform) სამუშაოდ - ეს არის ტურინვესტ ჯგუფის შიდა კორპორატიული პლატფორმა. პოზიცია არის ანაზღაურებადი, სრული განაკვეთით, განსაზღვრული გზით Junior Developer-ის დონემდე.ძირითადი მოვალეობები:● Docker Compose-ით სრული სტეკის ლოკალურად გაშვება და მისი მუშაობის პრინციპების გააზრება;● Jira-ში მცირე, კარგად განსაზღვრული ამოცანების აღება (ბაგების გასწორება, ინტერფეისის კორექტირება, API endpoint-ები) და დასრულება branch, pull request და code review-ის პროცესის გავლით;● პლატფორმის შიდა სტანდარტების შესწავლა და გამოყენება (ცხრილების სტანდარტები, Admin Panel-ის სტრუქტურა, ერთეულების დასახელების წესები და სხვ.);● ავტომატური ტესტების წერა საკუთარ მოდულზე;● დროთა განმავლობაში - მცირე ფუნქციონალის სრული ციკლის მიწოდება (მონაცემთა მოდელი, მიგრაცია, API endpoint, ეკრანი) და staging გარემოს აშენებაში მონაწილეობა;● დანერგვის (deployment) პროცესის შესწავლა და თანდათანობით ჩართვა მასში, პლატფორმის ხელმძღვანელთან ერთად.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:● Python-ის საფუძვლების ცოდნა: ფუნქციები, კლასები, მოდულები, ვირტუალური გარემოები, პაკეტების ინსტალაცია, traceback-ის წაკითხვა;● SQL-ის საფუძვლების ცოდნა: SELECT, JOIN, GROUP BY, primary და foreign key-ები;● HTTP და REST-ის ცოდნა: მოთხოვნის მეთოდები, სტატუს-კოდები, JSON payload-ები;● Git-ის ცოდნა: clone, branch, commit, push, pull request, merge conflict-ის მოგვარება;● ბრძანების ხაზთან მუშაობის გამოცდილება Linux გარემოში;● სულ მცირე ერთი Python web framework-ის (Django, FastAPI ან Flask) გამოცდილება ნებისმიერ დონეზე;● საბაზისო HTML, CSS და JavaScript ცოდნა (React-ის ცოდნა მისასალმებელია, თუმცა არ არის სავალდებულო);● ინგლისური - კითხვის დონეზე, ქართული - სამუშაო დონეზე.დამატებითი უპირატესობაა: Docker Compose-ის პრაქტიკული გამოცდილება, PostgreSQL, TypeScript, task queue-ების (Celery, RQ) ცოდნა, ასევე ნებისმიერი შეხება CI/CD-სთან, ავტომატურ ტესტირებასთან ან Linux სისტემების ადმინისტრირებასთან.უნარ-ჩვევები:● პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;● ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;● გუნდურობა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;● სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია.დამატებითი ინფორმაცია:● სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (სათავო ოფისი, სამუშაო ხდება ოფისიდან)● სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით● საათები: 09:30-დან 18:30-საათამდე● ანაზღაურება: შეთანხმებითგამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:● ჯანმრთელობის დაზღვევა;● 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;● 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო";● ფასდაკლება რესტორან „არგო"-ში;● 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center-ში;● დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;კომპანიის შესახებტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას.ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton.დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიმართოთ თანდართულ ბმულს: მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 2 weeks ago
Expires 1 month from now
20 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
Bellevue Residence Batumi
Batoumi
Related job offers
-
Street View Pedestrian Operator – Field Data Collector
JSAN Consulting Group Batoumi -
Engineering Team Lead – Full Stack (Remote Contract)
INFUSE Batoumi -
Senior Database Administrator – PostgreSQL & Cloud
Devexperts Tbilisi -
Application Support Engineer – Level 1
Devexperts Tbilisi -
Middle/Senior Java Developer
Devexperts Tbilisi