Jobiglo

No results.

B2B გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

RANDO.GE · Tbilissi

ka
Meta Ads Google Ads SEO CRM

Job description

🎯 Rando.ge ეძებს B2B გაყიდვების უფროს სპეციალისტს, 100% დისტანციურადRando.ge არის მზარდი ციფრული სააგენტო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ ვქმნით ფუნქციურ, ინდივიდუალურ ვებგვერდებს და ეფექტურ ციფრულ მარკეტინგს (Meta Ads, Google Ads, SEO).ჩვენ არ ვეძებთ ინფორმაციულ ოპერატორს ან კონსულტანტს, რომელიც მხოლოდ მომხმარებლის კითხვებს უპასუხებს. ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, პროაქტიულ B2B გაყიდვების ექსპერტს, რომელსაც აქვს რთულ წინააღმდეგობებთან გამკლავების, ლიდების სწორი კვალიფიცირებისა და მოლაპარაკების დახურვის მაღალი კომპეტენცია.🏛️ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:ლიდების კვალიფიცირება და საჭიროებების გამოვლენა: შემოსული (Warm) და ცივი (Cold) ლიდების პროფესიონალური დამუშავება; სწორი, სიღრმისეული კითხვების დასმით მომხმარებლის რეალური ბიზნეს-საჭიროების იდენტიფიცირება და „რეალური მყიდველის“ გამოყოფა უბრალო ცნობისმოყვარისგან. ღირებულებაზე დაფუძნებული გაყიდვები: მომხმარებლების ბიზნეს-პრობლემის გააზრება და მასზე მორგებული ციფრული სერვისების პაკეტის შეთავაზება; შეთავაზების ღირებულების მარტივად, არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ახსნა. Subscription მოდელის პოზიციონირება: Rando-ს სააბონენტო მოდელის კონცეპტუალური გაყიდვა: მომხმარებლებისთვის იმის დასაბუთება, რომ ეს არ არის „ერთჯერადი საიტის ყიდვა“, არამედ მცირე საწყისი ინვესტიციით მუდმივი ტექნიკური გუნდისა და ციფრული პარტნიორობის მიღება. წინააღმდეგობების მართვა: ფასთან, ბიუჯეტთან, მოსალოდნელ შედეგსა და მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებული ეჭვების პროფესიონალური და დასაბუთებული განეიტრალება. მოლაპარაკების დახურვა: საუბრის მიყვანა კონკრეტულ, გაზომვად შემდეგ ნაბიჯამდე (შეხვედრის დაჯავშნა, კომერციული წინადადების გაგზავნა); მკაცრი დროითი ჩარჩოების დაწესება და ლიდის საბოლოო კონვერსიამდე მიყვანა. 📋 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:გამოცდილება: B2B გაყიდვებში (Cold/Warm Calls, Pipeline Management) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი დადასტურებული გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება IT, Digital Marketing, SaaS ან Subscription-based სერვისების გაყიდვის გამოცდილება. ტექნიკური და ინდუსტრიული ცოდნა: ციფრული მარკეტინგის (Meta/Google Ads), SEO-სა და ვებ-ტექნოლოგიების საბაზისო პრინციპების ცოდნა; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. კომუნიკაციის სტანდარტი: აკადემიური, გამართული ქართული ენა; პროფესიონალური, თუმცა ბუნებრივი საუბრის მანერა; საუბრის პროცესში ინიციატივის მუდმივი ფლობა. პერსონალური თვისებები: მაღალი თვითდისციპლინა, შედეგზე ორიენტირებულობა და რთულ მოლაპარაკებების სწორად წარმართვა. 💼 სამუშაო პირობები და ანაზღაურება:სამუშაო ფორმატი: 100% დისტანციური სამუშაო გრაფიკი. სამუშაო დრო: შედეგზე ორიენტირებული, მოქნილი გრაფიკი (დღეში 4-5 სამუშაო საათი). ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით +მაღალი საბონუსე სისტემა / საკომისიო (20–30%) ყოველი გაყიდვიდან. დამატებითი ბონუსები KPI-ებისა და კვარტალური გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის.📩 განაცხადის მიღების წესი:გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში. 📍 ელ-ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: B2B გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec RANDO.GE.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

💬 Chat with us on Telegram

Published 2 weeks ago

Expires 1 month from now

28 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

RANDO.GE

Tbilissi