აგრარული სექტორის ანალიტიკოსი
Galt & Taggart · Tbilissi
Job description
პოზიცია: აგრარული სექტორის ანალიტიკოსიდეპარტამენტი: კვლევების დეპარტამენტიპოზიციის მიზანი: აგრარული სექტორის კვლევა და ანალიტიკური მასალების მომზადება, სექტორის ძირითადი გამოწვევების, განვითარების პერსპექტივებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება. პოზიცია მოიცავს მეცხოველეობის, ხორცის წარმოების, მემცენარეობისა და მათთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვების ანალიზს. ანალიტიკოსი იმუშავებს კვლევით გუნდთან ერთად, სექტორების ხელმძღვანელის ზედამხედველობით.ძირითადი მოვალეობები:აგრარული სექტორის ბაზრის ტენდენციების, წარმოების ეკონომიკისა და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიზი;სექტორის გამოწვევების, რისკებისა და განვითარების შესაძლებლობების შეფასება, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;საჯარო სექტორული კვლევების, სიღრმისეული ანალიზისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება;კლიენტზე მორგებული კვლევების, ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევებისა და საინვესტიციო შეფასებების მომზადება გუნდთან ერთად;სექტორული მონაცემების მოძიება და ანალიზი; დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და კვლევის შედეგების წარდგენა;სხვა ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა და სამუშაოს ხარისხიანად, შეთანხმებულ ვადებში შესრულება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;აგრარული სექტორის კვლევის, აგრობიზნესის ან შესაბამისი საკონსულტაციო საქმიანობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;აგრარული სექტორის, მისი ღირებულებათა ჯაჭვების, ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების ცოდნა;ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.უპირატესობად ჩაითვლება:საჯარო კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტების ან ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების მომზადების გამოცდილება;აგრარულ სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება.გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით!
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 1 day ago
Expires 1 month from now
19 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
Galt & Taggart
Tbilissi