ტალანტების შერჩევის უმცროსი მენეჯერი
TBCBANK · თბილისი
Description du poste
ტალანტების შერჩევის უმცროსი მენეჯერი
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. Job Descriptionთიბისიში გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი სწორი ადამიანებით იწყება. ვეძებთ ტალანტების შერჩევის უმცროს მენეჯერს, რომელიც საცალო მიმართულების (Retail/Mass) რეკრუტინგის პროცესს მართავს, აქტიურად მოიძიებს ახალ ტალანტებს და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს.რას გააკეთებ?მართავ შერჩევის სრულ ციკლს - საჭიროების განსაზღვრიდან კანდიდატის შერჩევასა და შეთავაზებამდე;ითანამშრომლებ ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაზღვრავ ვაკანსიის მოთხოვნებსა და შერჩევის პრიორიტეტებს;აქტიურად მოიძიებ კანდიდატებს სხვადასხვა არხისა და პირდაპირი მოძიების მეთოდების გამოყენებით;დაგეგმავ და წარმართავ გასაუბრებებს, შეაფასებ კანდიდატების გამოცდილებასა და პოზიციასთან შესაბამისობას;მართავ რამდენიმე ვაკანსიას პარალელურად და უზრუნველყოფ შერჩევის პროცესის შეთანხმებულ ვადებში წარმართვას;იზრუნებ კანდიდატების პოზიტიურ გამოცდილებასა და კანდიდატთა ბაზის განვითარებაზე;გააანალიზებ რეკრუტინგის შედეგებს, მოამზადებ ანგარიშებს და ჩაერთვები პროცესების გაუმჯობესების პროექტებში.Qualificationsრას ველოდებით შენგან?უმაღლეს განათლებას;მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტალანტების შერჩევის მიმართულებით;საცალო მიმართულების რეკრუტინგის გამოცდილებას, სასურველია - მასშტაბური შერჩევების მართვის კუთხით;სხვადასხვა არხებში კანდიდატების მოძიების, შეფასებისა და გასაუბრების წარმართვის უნარებს;ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარებს;ATS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, MS Office ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნას მინიმუმ B2 დონეზე.Additional Informationრას გთავაზობთ?პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;სწავლისა და განვითარების პროგრამებს;ჯანმრთელობის დაზღვევას;თიბისის პროდუქტებსა და მომსახურებაზე სპეციალურ შეთავაზებებს;თიბისის თანამშრომელთა ფონდით სარგებლობის შესაძლებლობას.თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 2 jours
Expire dans 1 mois
8 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი