სერვისის სპეციალისტი
STREAM · Tbilissi
Description du poste
სერვისის სპეციალისტი ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე, კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს. პოზიციზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტს, რომელიც მზად იქნება პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები. სამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 1500-2000 + ბონუსი ძირითადი მოვალეობები: • დანადგარების გეგმიური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება; • დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა; • ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება; • ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა; • სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება; • შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება; • ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: • ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება; • ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა; • მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება; • B კატეგორიის მართვის მოწმობა; • სასურველია უცხო ენების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის ( რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 2 heures
Expire dans 1 mois
2 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
STREAM
Tbilissi
Offres similaires
-
Manufacturing Shift Supervisor – Dairy Production
PepsiCo Tbilissi -
კიდეების დამუშავების სპეციალისტი (სარკე/შუშა)
Mirror gallery - სარკის გალერეა Tbilissi -
Production Lead - On-Site Video Capture, Tbilisi
Twine Tbilissi -
HSE Supervisor - Manufacturing and Logistics
PepsiCo Tbilissi -
Port Equipment Mechanic
A.P. Moller - Maersk poti