Jobiglo

Aucun resultat.

Sales Manager

iBuild სამშენებლო კომპანია · Tbilissi

Nouveau
2,000 - 2,500 GEL/mois ka

Description du poste

iBuild Group-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს როგორც კომპანიის დეველოპერულ პროექტში ბინების, ისე ჯგუფში შემავალი სამშენებლო მასალების გაყიდვაზე.ამ პოზიციაზე თქვენი ამოცანა იქნება კლიენტის საჭიროების სწორად გაგება, შესაბამისი შეთავაზების მომზადება და გაყიდვის პროცესის პირველი კომუნიკაციიდან საბოლოო შეთანხმებამდე მიყვანა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატის წარსული გამოცდილება, არამედ სწავლის უნარი, პასუხისმგებლობა, ინიციატივა და შედეგზე მუშაობის სურვილი. უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის. შერჩეული კანდიდატი ორივე მიმართულებაზე ეტაპობრივ სწავლებას გაივლის.რას გააკეთებთდაამუშავებთ კომპანიაში შემოსულ ზარებს, სოციალურ ქსელებში მიღებულ შეტყობინებებსა და ელფოსტას;გაეცნობით კლიენტის საჭიროებას და მიაწვდით ზუსტ ინფორმაციას კომპანიის პროექტებისა და პროდუქტების შესახებ;შესთავაზებთ კლიენტს მისთვის შესაბამის ბინას, პროდუქტს ან გადაწყვეტას;დაგეგმავთ და ჩაატარებთ შეხვედრებს ოფისში ან სამშენებლო ობიექტზე;მოამზადებთ და გაუგზავნით კლიენტებს კომერციულ შეთავაზებებს, ინვოისებსა და საჭირო დოკუმენტაციას;დაუბრუნდებით დაინტერესებულ კლიენტებს და მიჰყვებით კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიღებამდე;წარმართავთ გაყიდვის პროცესს და მონაწილეობას მიიღებთ მოლაპარაკებების, ხელშეკრულების მომზადებისა და გარიგების დასრულების ეტაპებზე;მოწესრიგებულად აღრიცხავთ კლიენტებს, კომუნიკაციასა და გაყიდვის მიმდინარე ეტაპებს კომპანიის სამუშაო სისტემაში;საჭიროების შემთხვევაში კლიენტის საკითხებს კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან დააკოორდინირებთ;იმუშავებთ შეთანხმებული გაყიდვების მიზნების მისაღწევად.ვეძებთ ადამიანს, რომელიც:რეალურად არის დაინტერესებული გაყიდვებით და შედეგებზე მუშაობით;მარტივად ამყარებს ურთიერთობას და შეუძლია ინფორმაციის გასაგებად და დამაჯერებლად გადმოცემა;კლიენტს ყურადღებით უსმენს, სწორად იგებს მის საჭიროებას და სთავაზობს შესაბამის გადაწყვეტას;არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით და ცდილობს კომუნიკაცია რეალურ გაყიდვამდე მიიყვანოს;დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და დროულად უბრუნდება დაინტერესებულ კლიენტებს;სწრაფად სწავლობს ახალ პროდუქტებს, პროექტებსა და ტექნიკურ ინფორმაციას;არის ძალიან ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;შეუძლია რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;თავადაც იჩენს ინიციატივას და პრობლემის შემთხვევაში გამოსავალს ეძებს;გამართულად საუბრობს და წერს ქართულად და ინგლისურად;კარგად ფლობს საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარებს.გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კონკრეტულად უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.რას გთავაზობთ:** ეტაპობრივ სწავლებას კომპანიის პროექტებისა და სამშენებლო პროდუქტების შესახებ;** სამუშაოს დაწყებისას საჭირო მხარდაჭერას;** გამოცდილების მიღებას როგორც უძრავი ქონების, ისე სამშენებლო მასალების გაყიდვაში;** სტაბილურ ფიქსირებულ ანაზღაურებას;** შემოსავლის ზრდის რეალურ შესაძლებლობას მიღწეული შედეგების შესაბამისად;** პასუხისმგებლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას კომპანიის ზრდასთან ერთად.სამუშაო პირობები:** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ოფისიდან;** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, ერთსაათიანი შესვენებით;** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;** სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის მე-3 პლატო, რამაზ ჩხიკვაძის N16, iBuild Tower;** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება: 2,000 ლარი ხელზე;** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ფიქსირებულ ანაზღაურების ზრდა: 2, 500 ლარი ხელზე.გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Ln გაყიდვების მენეჯერი.CV-სთან ერთად, რამდენიმე წინადადებით მოგვწერეთ, რატომ დაინტერესდით ამ პოზიციით.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 ოქტ. 2026

Questions fréquentes

Le salaire proposé pour ce poste est de 2-3k GEL par mois. Le détail figure dans l'annonce.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

💬 Contactez-nous sur Telegram Discuter sur WhatsApp

Publie il y a 1 jour

Expire dans 1 mois

10 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

iBuild სამშენებლო კომპანია

Tbilissi