მცირე ბიზნესის ჯგუფის უფროსი - თბილისი
Bank of Georgia · Tbilissi
Description du poste
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, მცირე ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.ძირითადი მოვალეობები:საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;პრობლემური სესხის მართვა;საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.სავალდებულო მოთხოვნები:განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;სამუშაო გამოცდილება:ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.სავალდებულო ცოდნა, უნარები:ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.წარმატებებს გისურვებთ!
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 2 jours
Expire dans 1 mois
6 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Bank of Georgia
Tbilissi