Jobiglo

Aucun resultat.

გაყიდვების ბანკირი-კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი

TBCBANK · თბილისი

Nouveau
Mid ka

Description du poste

გაყიდვების ბანკირი-კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი

კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ბანკირი-კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი პოზიციაზე.პოზიციის მიზანიგაყიდვების ბანკირი პასუხისმგებელია სექტორში არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების განვითარებაზე, ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე, კლიენტების საჭიროებების გამოვლენასა და გაყიდვების პროცესის კოორდინაციაზე.როლი მჭიდროდ თანამშრომლობს კორპორატიულ ბანკირთან, ვიცე პრეზიდენტთან და და პროდუქტების გუნდებთან, რათა გაიზარდოს ბანკის არასაკრედიტო შემოსავლები, გაღრმავდეს კლიენტებთან ურთიერთობა და გაიზარდოს ბანკის პროდუქტების გამოყენება სექტორის კლიენტების მიერ.Job Descriptionგაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება· სექტორის კლიენტური პორტფელის ანალიზი არასაკრედიტო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად.· კლიენტების პრიორიტეტიზაცია მათი პოტენციალის, აქტივობისა და ბიზნეს სპეციფიკის მიხედვით.· ახალი გაყიდვების შესაძლებლობებისა და ქროს-სელინგის პოტენციალის იდენტიფიცირება.· სექტორში არასაკრედიტო პროდუქტების ზრდის შესაძლებლობების მუდმივი მონიტორინგი. კლიენტის საჭიროებების ანალიზი· კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება.· კლიენტის ბიზნესის, საოპერაციო პროცესებისა და ფინანსური საჭიროებების შესწავლა.· კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და ფორმალიზება.· კლიენტის მოთხოვნების საფუძველზე დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობებისა და ქროს-სელინგის პოტენციალის იდენტიფიცირება. კომერციული შეთავაზებების მომზადების კოორდინაცია· შესაბამის პროდუქტის გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტის შესამუშავებლად.· სხვადასხვა პროდუქტის ერთიან კომერციულ შეთავაზებად ჩამოყალიბების კოორდინაცია.· კომერციული წინადადებების მომზადებისა და შეთანხმების პროცესის მართვა.· კლიენტისთვის შეთავაზებების წარდგენა და შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა. გაყიდვების პროცესის მართვა· გაყიდვების პროცესის მართვა შესაძლებლობის იდენტიფიცირებიდან კომერციულ შეთანხმებამდე.· კლიენტთან მიმდინარე კომუნიკაციის კოორდინაცია.· გაყიდვების პროცესში ჩართული შიდა მხარეების ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.· გაყიდვების ფაიფლაინის მართვა და პროგრესის მონიტორინგი. პროდუქტის გუნდებთან თანამშრომლობა· კლიენტის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამის პროდუქტის გუნდებთან კოორდინაცია.· პროდუქტის სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა.· კლიენტების უკუკავშირის მიწოდება პროდუქტის გუნდებისთვის.· ბიზნესის საჭიროებების წარმოჩენა პროდუქტების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში. აღსრულების მხარდაჭერა· შეთანხმებული გარიგებებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტისა და საოპერაციო გუნდებისთვის გადაცემა.· შეთანხმებული გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესის მონიტორინგი.· კლიენტისა და შიდა გუნდების ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა სრულ იმპლემენტაციამდე.· პროცესში წარმოქმნილი საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი ესკალაცია.Qualifications· ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით.· 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიულ ბანკინგში, გაყიდვებში, ბიზნეს განვითარებაში ან ფინანსურ სექტორში.· სასურველია კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.· კორპორატიული ბანკინგის პროდუქტებისა და მომსახურების ცოდნა.· გაყიდვებისა და ურთიერთობების მართვის პრინციპების ცოდნა.· ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა.· კორპორატიული კლიენტების ბიზნეს საჭიროებების ანალიზი უნარები· გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.· ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.· ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება.· ურთიერთობების ეფექტიანად მართვის უნარი.· სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის უნარი.· შედეგზე ორიენტირებულობა.Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBCBANK.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Source : ats:smartrecruiters

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

Publie il y a 18 heures

Expire dans 1 mois

3 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBCBANK

თბილისი