კორპორატიული ბანკირი - სარეაბილიტაციო სექტორი
TBCBANK · თბილისი
Description du poste
კორპორატიული ბანკირი - სარეაბილიტაციო სექტორი
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.კორპორატიული ბიზნესის სარეაბილიტაციო სექტორში გვაქვს აქტიური ვაკანსია კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე. Job Descriptionშეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და აღნიშნულის მიხედვით გააკეთებ მათზე მორგებულ შეთავაზებებს;მუდმივად შეინარჩუნებ კორპორატიული კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, უზრუნველყოფ  მათ მომსახურებას ოპერატიულად და ეფექტურად;მუდმივად იკომუნიცირებ არსებულ კლიენტებთან და იზრუნებ მათზე მორგებული დივერსიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაზე/მომსახურებაზე;იქნები კლიენტების ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში;დააკომპლექტებ გუნდს საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით;მკაფიოდ განსაზღვრავ თანამშრომლების ფუნციებს და მათ როლებს, ასევე ეფექტურად გადაანაწილებ მიმდინარე საქმეებს;შეაფასებ გუნდის წევრების მუშაობის ხარისხს, გამოხატავ მხარდაჭერას მათ მიმდინარე საქმიანობაში და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე;იზრუნებ პორტფელის ხარისხზე;უზრუნველყოფ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერ კოორდინაციას;კვარტლისა და წლის ჭრილში მონაწილეობას მიიღებ პორტფელის დაგეგმვის პროცესში,  უზრუნველყოფ გეგმის ეფექტურ შესრულებას.უშუალო ხელმძღვანელის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირებაQualificationsუმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და MBA ჩაითვლება უპირატესად);ბანკში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა;ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა.Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 5 heures
Expire dans 1 mois
2 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი