დირექტორის ასისტენტი
TBCBANK · თბილისი
Description du poste
დირექტორის ასისტენტი
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. Job Descriptionროლის მიზანია დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერა: კალენდრისა და დროის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, შიდა და გარე მხარეებთან კომუნიკაციის კოორდინაცია და, საჭიროებისამებრ, ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა.ძირითადი პასუხისმგებლობები1. კალენდრისა და დროის მართვადირექტორის კალენდრის დაგეგმვა და მართვა - შეხვედრების განაწილება ისე, რომ დირექტორის დრო ეფექტურად იყოს გამოყენებული;შეხვედრების პრიორიტეტიზაცია დღის წესრიგის და მიმდინარე საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით;რეგულარული შეხვედრების, კომიტეტების, გარე ვალდებულებებისა და მივლინებების წინასწარ გათვალისწინება და კალენდარში ასახვა.2. შეხვედრების ორგანიზება და მომზადებაშეხვედრების დაჯავშნა, მონაწილეთა კოორდინაცია და ლოგისტიკური საკითხების მოგვარება;საჭირო მოსამზადებელი მასალების (დღის წესრიგი, წინასწარი ინფორმაცია, დოკუმენტაცია) დროულად შეგროვება და მიწოდება;შეხვედრებიდან გამომდინარე დავალებების აღრიცხვა და შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი.3. კომუნიკაცია და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა (Stakeholder Management)დირექტორის contact person ფუნქციის შესრულება შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;ეფექტური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და გუნდთან;კორესპონდენციის მართვა, საკითხების დროული გადამისამართება და საჭიროებისამებრ დირექტორთან ესკალაცია;4. ღონისძიებებისა და დამატებითი აქტივობების მხარდაჭერაპერიოდული ჩართულობა გუნდური შეხვედრების, ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში;მგზავრობის, ლოგისტიკისა და ხარჯების ადმინისტრირება;დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება დირექტორის მონაწილეობით გასამართი შეხვედრებისთვის;საჭიროებისამებრ, მხარდაჭერა ad hoc პროექტებსა და საკოორდინაციო საკითხებში.Qualificationsმაღალი რგოლის მენეჯერების ადმინისტრაციული მხარდაჭერის გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსური სერვისების სექტორში;ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (წერილობითი და ზეპირი);კალენდრის, ელფოსტისა და სხვა საქმესთან დაკავშირებული აპლიკაციების (Outlook, Google Workspace და ა.შ.) კარგად ფლობა.კომპეტენციებიორგანიზებულობა და პროაქტიულობა - რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვის და საჭიროებებზე სწრაფი და წინასწარ რეაგირების უნარი;დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა — შიდა და გარე მხარეებთან ეფექტური და პროფესიული თანამშრომლობა;კომუნიკაცია - აზრის მკაფიოდ და კორექტულად ჩამოყალიბება როგორც წერილობით, ისე ზეპირად;დისკრეცია და სანდოობა - კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობა;Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 11 heures
Expire dans 1 mois
3 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი
Offres similaires
-
Executive Assistant (Remote, Europe & CIS)
Emerging Travel Group -
Operations Associate - Grants and Budget Management
Climate Smart Forest Economy Program (CSFEP) -
Weekend Localization & Interpreting Project Manager
daytranslations -
International Consultant – Diaspora Engagement Policy Assessment
GE-TBILISI (10000317) Tbilisi -
Office Manager (Business Development) - Tbilisi
24 Hours Group Tbilisi