Jobiglo

Aucun resultat.

Content Creator Mentor GEO

academyofdigitalindustries · Tbilisi

Nouveau
Freelance Senior ka

Description du poste

Content Creator Mentor GEO

ვინ ვართ ჩვენ?ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით  მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.როლის მიმოხილვავეძებთ კონტენტ კრეატორის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, ვიდეოპროდაქშენის, განათებისა და მონტაჟის მიმართულებით.კანდიდატს უნდა ჰქონდეს კომპანიებთან, ბრენდებთან ან ბიზნესებთან მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმოდეს, როგორ იქმნება ხარისხიანი და ეფექტური კონტენტი კონკრეტული ბრენდის, სამიზნე აუდიტორიისა და ბიზნესმიზნების გათვალისწინებით.მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალურ გადაღების ტექნიკასთან, ისე თანამედროვე მონტაჟის პროგრამებსა და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.ძირითადი მოვალეობები:სტუდენტებისთვის კონტენტის შექმნის პროცესის სწავლება- იდეის განვითარებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე;ვიდეოკონტენტის შექმნის ტექნიკური ასპექტების სწავლება, მათ შორის კამერის კონფიგურაცია, კადრის შერჩევა, კომპოზიცია და გადაღების ძირითადი პრინციპები;სტუდიური და ბუნებრივი განათების ტექნიკების სწავლება პროფესიონალური ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად;ვიდეომონტაჟის საფუძვლების სწავლება როგორც ინდუსტრიის სტანდარტული პროგრამების, ისე მობილური აპლიკაციების გამოყენებით;ადგილზე ვორქშოფების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით,;რეალური პროექტების, მაგალითებისა და ქეისების გაზიარება საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან;სტუდენტების დახმარება კონტენტის იდეის განვითარებაში, გადაღებასა და საბოლოო პროდუქტის შექმნაში;სტუდენტებში კრეატიული აზროვნების წახალისება ტექნიკური სიზუსტისა და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით;ჩართული, ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროგრესის მხარდაჭერა.Requirementsსაკვალიფიკაციო მოთხოვნებიკონტენტის შექმნის, ვიდეოპროდაქშენის, მინიმუმ 4+წლიანი პროფესიული გამოცდილება;კომპანიებთან, ბრენდებთან ან სხვა ბიზნესებთან თანამშრომლობის დადასტურებული გამოცდილება კონტენტის შექმნის მიმართულებით;ვიდეოგადაღების, განათებისა და მონტაჟის პროცესების ძლიერი პრაქტიკული და ტექნიკური ცოდნა;პროფესიონალურ გადაღების ტექნიკასა და მონტაჟის პროგრამებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;განხორციელებული ვიდეო  და კონტენტპროექტების პორტფოლიო;სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის სპეციფიკისა და სხვადასხვა პლატფორმის თავისებურებების ცოდნა;ბრენდის, სამიზნე აუდიტორიისა და ბიზნესმიზნების გათვალისწინებით კონტენტის შექმნის გამოცდილება;კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;რთული საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნის უნარი;სწავლებისა და მენტორობის მიმართ ინტერესი და სტუდენტების მოტივაციისა და განვითარების ხელშეწყობის უნარი;ჩვენ გთავაზობთ:მეგობრულ სამუშაო გარემოს;დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;სწავლებისა და განვითარების პროგრამას;რეფერალ პროგრამას;კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს;

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec academyofdigitalindustries.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Le contrat proposé est un Freelance basé à Tbilisi.
Source : ats:recruitee

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 13 heures

Expire dans 1 mois

4 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

academyofdigitalindustries

Tbilisi