საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი - ბათუმი
Bank of Georgia · Batoumi
Job description
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ბათუმში.ძირითადი მოვალეობები:საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;პრობლემური სესხის მართვა;საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.სავალდებულო მოთხოვნები:განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;სამუშაო გამოცდილება:ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.სავალდებულო ცოდნა, უნარები:ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. გელოდებით, მოგვიყევი შენზე!რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 2026.
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 4 hours ago
Expires 1 month from now
4 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
Bank of Georgia
Batoumi
Related job offers
-
Financial Analyst (Financier) - Real Estate Development
Ambassadori Island Batumi Batoumi -
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
Bank of Georgia Batoumi -
მიმღებ-შემფასებელი - ბათუმი
Bank of Georgia Batoumi -
Revenue Recovery Specialist (Remote, Georgia-based)
Pharmbills -
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი-გარდაბანი
Bank of Georgia Gardabani