Jobiglo

No results.

საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

TBCBANK · თბილისი

New
Senior ka
MS Excel Bloomberg

Job description

საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდის უფროსი სპეციალისტი - თიბისი კაპიტალი

კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტუირებითა და კონსულტაციებით.თიბისი კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას საბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზესაბროკეროს შიდა კონტროლისა და ოპერაციების გუნდიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელია საბროკერო პროცესების სტრატეგიულ მართვაზე, მათი სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფაზე, ასევე შიდა პოლიტიკებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლზე. პოზიცია კოორდინაციას უწევს გუნდს, უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანობას, მონაწილეობს ახალი სისტემებისა და პროცედურების დანერგვაში, საოპერაციო საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობს შიდა სტრუქტურებთან. როლი მოითხოვს კაპიტალის ბაზრის ოპერაციების სიღრმისეულ ცოდნას, პროცესზე ორიენტირებულ მენეჯერულ ხედვას და გუნდის განვითარების მხარდაჭერას.Job Descriptionკლიენტის მიერ შემოსული და მიღებული დავალებების აღსრულების და შესაბამისი ტრანზაქციების ანგარიშსწორების მონიტორინგი. კლიენტთან კომუნიკაცია გარიგების ანგარიშსწორების შემდგომ ეტაპზე, მათ შორის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტის გაგზავნა. კლიენტების ონბორდინგისა და KYC-ის ფარგლებში რეიდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცესის მონიტორინგი. კლიენტის საჭიროებების კომუნიკაცია ბანკირებთან და საკითხის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან. საოპერაციო პროცესების ეფექტური მართვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია. ოპერაციული რისკების, ინციდენტებისა და შესაბამისობის საკითხების იდენტიფიცირება, მართვა და საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია. შიდა აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მხარდაჭერა და პროცესების ორგანიზება. კლიენტებისა და ფრონტ-ოფისის მხარდაჭერა ოპერაციულ საკითხებში, მათთვის საჭირო დოკუმენტაციის, მათ შორის ამონაწერებისა და ცნობების, მომზადება/მომზადების პროცესის ზედამხედველობა, ასევე კორპორაციული ქმედებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის კლიენტებისთვის მომზადებისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა გუნდის მართვა: სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების გადანაწილება, შესრულების კონტროლი და გუნდისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა. გუნდის ინდივიდუალური და ჯგუფური KPI-მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და შესაბამისი ფიდბექის მიწოდება. Qualificationsბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში.მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საბროკერო ოპერაციებში საინვესტიციო საბანკო, საბროკერო სექტორში.სავაჭრო ანგარიშსწორების პროცესებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ძლიერი ცოდნა.კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებისა და რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა.საბროკერო ოპერაციებში გამოყენებული ფინანსური სისტემებისა და პროგრამების ცოდნა;Ms Excel;Bloomberg ( მინიმალური) ; ინგლისური ენის ცოდნა.დეტალებზე ორიენტირება, სამუშაოს მაღალი სიზუსტით შესრულების უნარი;ძლიერი პრობლემების გადაჭრის უნარი და ანალიტიკური აზროვნება; Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBCBANK.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Source : ats:smartrecruiters

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

Published 4 hours ago

Expires 1 month from now

3 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

TBCBANK

თბილისი