Jobiglo

No results.

პროექტების მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

TBC

New
ka

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.სამუშაოს აღწერილობაპროექტების მენეჯერი უზრუნველყოფს ბანკის ფილიალების, სერვისცენტრების, სათაო ოფისებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტების დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციასა და განხორციელებას. პასუხისმგებელია პროექტის ვადების, ბიუჯეტის, ხარისხის, რესურსების, კომუნიკაციისა და შედეგების ეფექტიან მართვაზე.მართავს მისთვის მინიჭებულ სამშენებლო, სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს სრულ სასიცოცხლო ციკლში;ამზადებს და აწარმოებს პროექტების დეტალურ გეგმა-გრაფიკებს (Project Schedule);განსაზღვრავს პროექტის ძირითად ეტაპებს (Milestones) და აკონტროლებს მათ შესრულებას;ახორციელებს პროექტების ვადების, რესურსებისა და პროგრესის მუდმივ მონიტორინგს;კოორდინაციას უწევს პროექტში ჩართულ შიდა და გარე მხარეებს, მათ შორის ბიზნეს ერთეულებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მომწოდებლებსა და კონტრაქტორებს;ორგანიზებას უწევს საპროექტო შეხვედრებს და აკონტროლებს შეთანხმებული დავალებების შესრულებას;ამზადებს პროექტების სტატუს-ანგარიშებს, პროგრესის მიმოხილვებს და რისკების ანგარიშგებას;უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის, შეთანხმებებისა და ცვლილებების რეესტრის წარმოებას;მონაწილეობს პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგში;ახორციელებს პროექტთან დაკავშირებული რისკების, პრობლემებისა და შეფერხებების იდენტიფიცირებას, ესკალაციასა და მართვას;აკონტროლებს პროექტის შესაბამისობას დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ვადებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან;მონაწილეობს სატენდერო და შესყიდვების პროცესების დაგეგმვასა და კოორდინაციაში;უზრუნველყოფს პროექტების მიღება-ჩაბარების და ექსპლუატაციაში გადაცემის პროცესების ორგანიზებას;ამზადებს და წარადგენს ინფორმაციას ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კვალიფიკაციაუმაღლესი განათლება მშენებლობის, არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის, პროექტების მართვის, სამშენებლო მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;მოწესრიგებულობა;AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა . პროფესიული უნარ-ჩვევები:შედეგებზე ორიენტაციადასახული მიზნებისა და ამოცანების დროულად შესრულება არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებით'სამუშაო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და ორგანიზება;შედეგების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში მიდგომების ადაპტირება და ინიციატივების გამოვლენა;რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება. შიდა კლიენტებზე ფოკუსირებაშიდა კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების გააზრება და მათზე ეფექტიანი რეაგირება;უკუკავშირის მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რესურსებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა. კოლეგების განვითარებაზე ზრუნვაცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის;მნიშვნელოვანი ინფორმაციის სისტემატიზაცია და გუნდის განვითარებაში წვლილის შეტანა ცვლილებებთან ადაპტაციაახალი იდეებისა და მიდგომების ინიციირება სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით;სიახლეების მიმართ ღიაობა და ცვლილებებთან კონსტრუქციული ადაპტაცია. თანამშრომლობაინფორმაციის ეფექტიანი გაზიარება და გუნდურ მუშაობაში აქტიური მონაწილეობა;კოლეგებისა და ხელმძღვანელის მხარდაჭერა საერთო მიზნების მიღწევაში;პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის პროცესში ჩართულობა;კონსტრუქციული კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBC.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

Published 4 hours ago

Expires 1 month from now

5 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

TBC