მასალათა საგამოცდო ლაბორატორიის ოპერატორი
ATC Aero-Structure Technologies Cyclone · Tbilissi
Job description
სს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას მასალათა საგამოცდო ლაბორატორიის ოპერატორის თანამდებობაზე პოზიციის მიზანი:კომპოზიტური მასალების, ჰერმეტიკების, წებოვანი ფირების, და სხვ. მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლების შემოწმება და ხარისხის კონტროლის პროცესების განხორციელება დამკვეთის სტანდარტების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაოს აღწერა:მასალების მექანიკური გამოცდა - მასალათა მექანიკური საგამოცდო დანადგარების ოპერირება. ნიმუშების მექანიკური გამოცდა მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით;მასალების ფიზიკური გამოცდა და თერმული ანალიზი - მასალათა რაოდენობრივი ან თვისობრივი ანალიზი. საგამოცდო ნიმუშების ფიზიკური მახასიათებლის განსაზღვრა;ნივთიერებათა ქიმიური ანალიზი - განსხვავებული ქიმიური შედგენილობის ხსნარების ნიმუშებში კომპონენტების რაოდენობრივი განსაზღვრა მოცულობითი ანალიზის საშუალებით - ნეიტრალიზაციის, ჟანგვა-აღდგენისა და სხვა ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენებით;ქიმიური ხაზის ოპერირება - ქიმიური ანოდიზაციის ხაზის ოპერირება და მონიტორინგი;ნიმუშების ვიზუალური შემოწმება მიკროსკოპის გამოყენებით - კომპოზიტური მასალების მიკროსკოპის ნიმუშების მომზადება და ვიზუალური შემოწმება ოპტიკური მიკროსკოპების გამოყენებით;ჩატარებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშების შედგენა - ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული გამოცდის შესაბამისი ანგარიშის შედგენა წინასწარ დადგენილი წესებისა და ფორმების დაცვით;ლაბორატორიის დანადგარების კალიბრაცია - ლაბორატორიაში არსებული დანადგარების კალიბრაციის ვადების მონიტორინგი და კალიბრაციის პროცესებში მონაწილეობა.ლაბორატორიულ დოკუმენტაციაზე მუშაობა - საგამოცდო პროტოკოლების და ლაბორატორიული დოკუმენტების მოწესრიგება/განახლება.უსაფრთხოების წესების დაცვა - შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ლაბორატორიაში მოქმედი უსაფრთხოების პროცედურების დაცვა ქიმიურ ნივთიერებებსა და ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან მუშაობისას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:განათლება : ბაკალავრის ხარისხი მასალათმცოდნეობაში, ფიზიკაში, ქიმიაში, მექანიკის ინჟინერიაში, ქიმიურ ინჟინერიაში ან სხვა მონათესავე მიმართულებით;ენები : ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების უნარი);გამოცდილება: ლაბორატორიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; უპირატესად ჩაითვლება კომპოზიტურ მასალებთან მუშაობის გამოცდილება.თვისებები: - როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობის უნარი;- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;- წერითი უნარები;- დროის ეფექტური მართვის უნარი;- დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) მოცემულ ელ. ფოსტაზე:
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 1 week ago
Expires 1 month from now
14 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
ATC Aero-Structure Technologies Cyclone
Tbilissi