Jobiglo

No results.

მარკეტინგის სპეციალისტი

Balance • ბალანსი · Tbilissi

Junior ka
Meta Ads Manager Google Ads Facebook Instagram YouTube LinkedIn TikTok

Job description

კომპანია "Digitron" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.პროგრამა ბალანსი ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1.სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევიაღწერა:ფუნქცია/მოვალეობები:** მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა ხელმძღვანელთან ერთად** ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა** სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთანმოთხოვნები:** მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება** ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება** Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)პიროვნული თვისებები:** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება** გუნდურად მუშაობის უნარი** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარიდაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე .გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "მარკეტინგის სპეციალისტი".განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2026გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec Balance • ბალანსი.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

💬 Chat with us on Telegram

Published 2 weeks ago

Expires 1 month from now

16 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

Balance • ბალანსი

Tbilissi