კორპორატიული ბანკირი - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი
TBCBANK · თბილისი
Job description
კორპორატიული ბანკირი - მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას  კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე.Job Descriptionშეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და აღნიშნულის მიხედვით გააკეთებ მათზე მორგებულ შეთავაზებებს;მუდმივად შეინარჩუნებ კორპორატიული კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, უზრუნველყოფ  მათ მომსახურებას ოპერატიულად და ეფექტურად;მუდმივად იკომუნიცირებ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან და იზრუნებ მათზე მორგებული დივერსიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაზე/მომსახურებაზე;იქნები კლიენტების ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში;დააკომპლექტებ გუნდს საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით;მკაფიოდ განსაზღვრავ თანამშრომლების ფუნციებს და მათ როლებს, ასევე ეფექტურად გადაანაწილებ მიმდინარე საქმეებს;შეაფასებ გუნდის წევრების მუშაობის ხარისხს, გამოხატავ მხარდაჭერას მათ მიმდინარე საქმიანობაში და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე;იზრუნებ პორტფელის ხარისხზე;უზრუნველყოფ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერ კოორდინაციას;კვარტლისა და წლის ჭრილში მონაწილეობას მიიღებ პორტფელის დაგეგმვის პროცესში,  უზრუნველყოფ გეგმის ეფექტურ შესრულებას.Qualificationsუმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და MBA ჩაითვლება უპირატესად);ბანკში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა;ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა.Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 11 hours ago
Expires 1 month from now
3 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
TBCBANK
თბილისი