ხარისხის კონტროლის ოფიცერი
New Life Georgia · Tbilissi
Job description
ხარისხის კონტროლის ოფიცერი | New Life Georgia📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველოNew Life Georgia, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის წევრი, რომელიც საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, აცხადებს ვაკანსიას კლინიკაში ხარისხის კონტროლის ოფიცრის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:· კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო და ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.· პაციენტების სამედიცინო ისტორიების შემოწმება და დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი.· პაციენტების რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგი და ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების სიზუსტის კონტროლი.· პაციენტებისთვის დანიშნული მედიკამენტების გამოყენების მონიტორინგი, პოლიფარმაციის შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და შესაბამისი ექიმის ინფორმირება.· პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასება და პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა, პასუხისმგებელი პირების ინფორმირება და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი.· პაციენტთა საჩივრებისა და უკუკავშირის განხილვა, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.· ხარისხის კონტროლის პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.· კლინიკის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.· კლინიკის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადების, განახლებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი, შესაბამისი რეესტრის წარმოება და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება.· თანამდებობრივ ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი საქმიანობის შესრულება კომპანიის შიდა წესებისა და პროცედურების შესაბამისად.აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:· ხარისხის კონტროლის, სამედიცინო ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.· სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის და მონაცემების ანალიზის უნარი.· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.· ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.ჩვენ გთავაზობთ:· მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.· ჯანმრთელობის დაზღვევას.· ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოლოდინების შესაბამისად.📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: ელფოსტის Subject ველში მიუთითეთ: „ხარისხის კონტროლის ოფიცერი“🌐
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 1 week ago
Expires 1 month from now
24 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
New Life Georgia
Tbilissi
Related job offers
-
არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი(სამედიცინო ტექნიკა)
Aversi Pharma Tbilissi -
Clinical Trial Assistant (Tbilisi)
Biomapas Tbilissi -
Quality Assurance Manager
ACROSS-MEDICAL LLC. Tbilissi -
RN - Acute Care Orthopedic Surgery - Part-Time Night Shift
Azza HealthCare Agency -
Registered Nurse (RN) – PT Days – Oncology (Acute Care)
Azza HealthCare Agency