Jobiglo

No results.

Junior B2B Sales Specialist

Patronus Legal · Tbilissi

New
Junior ka
CRM

Job description

Patronus Legal ეძებს B2B ბიზნესის განვითარების სპეციალისტს, რომელიც დამოუკიდებლად გამოიკვლევს ბაზარს, შეარჩევს ჩვენი მომსახურებებისთვის შესაბამის კომპანიებს, მოიძიებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან პროფესიულ კომუნიკაციას წარმართავს.ამ პოზიციაზე მთავარი აქცენტი კეთდება არა კონტაქტების რაოდენობაზე, არამედ ხარისხიან კვლევაზე, სწორი კომპანიების შერჩევასა და მათ საჭიროებებზე მორგებულ კომუნიკაციაზე.ძირითადი მოვალეობები:ბაზრისა და კონკრეტული კომპანიების სიღრმისეული კვლევა;პოტენციური კლიენტების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;კომპანიებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება;მათთან დაკავშირება და Patronus Legal-ის მომსახურებების პროფესიულად წარდგენა;დაინტერესებულ კომპანიებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოება;ინფორმაციისა და შედეგების CRM-ში ზუსტად ასახვა.მოთხოვნები:B2B გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების გამოცდილება;ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გაანალიზების ძლიერი უნარი;ახალი კლიენტების მოძიებისა და მათთან პირველადი კომუნიკაციის გამოცდილება;მოლაპარაკებისა და პროფესიული პრეზენტაციის უნარები;დამოუკიდებლად მუშაობის, დაგეგმვისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;გამართული ქართული ენა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.პროფესიული ან მაღალი ღირებულების მომსახურებების გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.თუ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ძლიერი კვლევის უნარი, სწრაფად სწავლობთ, ხართ შრომისმოყვარე და მზად ხართ დამოუკიდებლად იმუშაოთ, მაინც გამოგვიგზავნეთ CV. ყველა წარმატებული BDR სადღაც იწყებს. ჩვენთვის გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პოტენციალი, სამუშაო დამოკიდებულება და განვითარების სურვილი.სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისიდანსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 11:00–19:00თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები ამ პოზიციას შეესაბამება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV Apply-ის საშუალებით.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec Patronus Legal.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

💬 Chat with us on Telegram

Published 5 hours ago

Expires 1 month from now

3 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

Patronus Legal

Tbilissi