Human Resources Assistant
New Life Georgia · Tbilissi
Job description
HR ასისტენტი | New Life Georgia📍 სამუშაო ადგილი: თბილისიNew Life Georgia, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის წევრი, რომელიც საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:თანამშრომელთა პირადი საქმეების, HR მონაცემთა ბაზებისა და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და ორგანიზება, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების, ცვლილებებისა და შიდა ბრძანებების მომზადება.რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა: ვაკანსიების მომზადება, CV-ების გადარჩევა, გასაუბრებების ორგანიზება და კანდიდატებთან კომუნიკაცია.ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია, საჭირო დოკუმენტაციის, სამუშაო სივრცისა და წვდომების მომზადების ჩათვლით.თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების, დასწრების, სამუშაო საათების, შვებულებებისა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.სახელფასო გაანგარიშებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გადამოწმება, ბონუსებისა და სხვა სახელფასო ცვლილებების აღრიცხვა და ბუღალტერიასთან კოორდინაცია.სამედიცინო პერსონალის პროფესიული დოკუმენტაციის, მათ შორის დიპლომებისა და სერტიფიკატების, აღრიცხვა და მოქმედების ვადების მონიტორინგი.თანამშრომელთა სამსახურიდან წასვლის პროცესის ადმინისტრირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სამუშაოს გადაბარებისა და კომპანიის ქონების დაბრუნების კოორდინაცია.თანამშრომელთა HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტირება, შიდა კომუნიკაციისა და HR პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა.პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა.აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:HR ან პერსონალის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის ცოდნა.ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი.სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.ჩვენ გთავაზობთ:მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.ჯანმრთელობის დაზღვევას.ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV:ელფოსტის Subject ველში მიუთითეთ: „HR ასისტენტი“🌐
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
Published 20 hours ago
Expires 1 month from now
9 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
New Life Georgia
Tbilissi