Jobiglo

No results.

Head of ML Platform Team

Bank of Georgia · Tbilissi

New
Senior ka
MLFlow Kubeflow MLOps Hadoop PostgreSQL Big Data Python Scala Java Scrum Agile

Job description

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.პოზიციის შესახებსაქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში ვეძებთ Head of ML Platform Team-ს. ეს პოზიცია პასუხისმგებელი იქნება მანქანური სწავლების პლატფორმის გუნდის მართვაზე და განვითარებაზე. შენ გექნება სტრატეგიული როლი მანქანური სწავლების პლატფორმის ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში, რომელიც მოიცავს მონაცემების მოძიების, მიგრაციის, მოდელებისტრენინგის, გაშვებისა (deployment) და მონიტორინგის ხელსაწყოების შექმნას.შენ საშუალება გექნება იმუშაო გუნდში, რომელიც საუკეთესო AI პროდუქტებს ქმნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 22 ქვეყნის ბანკებს შორის.ძირითადი პასუხისმგებლობებიგუნდის ხელმძღვანელობა და სტრატეგია:ML პლატფორმის გუნდის მართვა, მოტივირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;ML პლატფორმის განვითარების სტრატეგიისა და გზამკვლევის (roadmap) შემუშავება;მანქანური სწავლების ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა;ახალი ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების კვლევა და დანერგვა.პროდუქტის განვითარება:ML მოდელების სასიცოცხლო ციკლის მართვის ავტომატიზაცია;მოდელების რეგისტრაციის, გაშვებისა (deployment) და მონიტორინგის პროცესების გამართვა;მონაცემთა ვალიდაციის და წაძვრის დადგენის მექანიზმების განვითარება;მოდელების გამოყენების გამარტივება ბიზნეს პროცესებში.დამკვეთთან თანამშრომლობა:მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის გუნდებთან თანამშრომლობა მათი საჭიროებების გასაგებად;მონაცემთა მეცნიერებთან, ანალიტიკოსებთან და ინჟინრებთან მჭიდრო კოლაბორაცია ამოცანების დეტალიზაციისთვის;მანქანური სწავლების პლატფორმის პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად;მონაცემთა ანალიტიკის და მეცნიერების გუნდებთან კოორდინაცია.კვალიფიკაცია და გამოცდილებამინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მანქანური სწავლების ან მონაცემთა ინჟინერიის სფეროში;სასურველია მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;MLOps-ის პრინციპებისა და პრაქტიკების ზოგადი ცოდნა;მანქანური სწავლების პლატფორმების (MLFlow, Kubeflow, ან მსგავსი) გამოცდილება;მონაცემთა ინფრასტრუქტურის (Hadoop, PostgreSQL, Big Data ტექნოლოგიები) გამოცდილება;პროგრამირების ენების (Python, Scala, Java) გამოცდილება;Scrum/Agile მეთოდოლოგიით პროექტების მართვის გამოცდილება.სასურველი უნარებიძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;ეფექტური კომუნიკაცია როგორც ტექნიკურ, ასევე არატექნიკურ აუდიტორიასთან;ინოვაციური აზროვნება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უნარი;პროექტების მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;დროული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური დელეგირების უნარი.ჩვენ გთავაზობთშესაძლებლობას, იმუშაო წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში და ხელი შეუწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას;პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და ტრენინგებს;კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების პაკეტს;ჯანმრთელობის დაზღვევას;მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას.საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 6 ნოემბრამდე.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec Bank of Georgia.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

Published 2 hours ago

Expires 1 month from now

2 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

Bank of Georgia

Tbilissi