Jobiglo

No results.

Finance AI Solutions Lead

TBC

New
Senior ka
SQL Power BI Claude

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.სამუშაოს აღწერილობაფინანსების მიმართულებაში ვეძებთ Finance AI Solutions Lead-ს, რომელიც გამოცდილ ლიდერულ როლში ჩაერთვება და ფინანსების ტექნოლოგიურ განვითარებასა და AI-ის დანერგვას უხელმძღვანელებს.ფინანსების ტექნოლოგიების განყოფილებაში სამი ქვეგანყოფილებაა - მონაცემთა ბაზების მართვისა და განვითარების ქვეგანყოფილება, ფინანსური და ტექნოლოგიური პროექტების ქვეგანყოფილება და ბანკის პორტფელების, შედეგებისა და მომგებიანობის ქვეგანყოფილება. შენი ამოცანა იქნება, ამ სამივე გუნდის ტექნოლოგიური განვითარება ერთ მკაფიო მიმართულებად ააწყო, პირველ რიგში კი ფინანსებში AI-ის რეალური, გაზომვადი use case-ები იპოვო და პრაქტიკაში დანერგო. შემდგომ ეტაპზე ამ მიდგომას მთელ ფინანსებზე გაავრცელებ.Finance AI Solutions Lead არის cross-team გავლენაზე აგებული როლი და ანგარიშვალდებული იქნები ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე. შედეგს მიაღწევ გავლენით, ექსპერტიზით, გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წინადადებებით. ცვლილებები ხშირად გუნდების შიგნით არსებული ადამიანების ძალით განხორციელდება, შენ კი იქნები ის, ვინც მიმართულებას, პრიორიტეტებსა და ხარისხს განსაზღვრავს.ვის ვეძებთგაქვს მაღალი კომპეტენცია ტექნოლოგიური ცვლილებების წარმართვაში, ტექნიკური ლიდერობის ან მრჩევლის (consulting) როლში;გაქვს რეალური პროექტებისა და დანერგილი გადაწყვეტილებების გამოცდილება, რომელთა შესახებაც შეგიძლია კონკრეტულად და ციფრებით ისაუბრო;ფიქრობ ბიზნესის ენაზე: AI და ავტომატიზაცია შენთვის მიზანი კი არა, ფინანსური პროცესების გაუმჯობესების საშუალებაა;შეგიძლია, ფორმალური ავტორიტეტის გარეშე დაარწმუნო სხვადასხვა გუნდი და მიმართულების ხელმძღვანელები;ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და შედეგზე ორიენტირებული;გაქვს ძლიერი ტექნიკური ბაზა, რაც გაძლევს საშუალებას, ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმსჯელო;არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ფიქრობ ჩარჩოებს მიღმა და ამავე დროს იცი, როგორ მუშაობს რეგულირებადი გარემო. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიფინანსების ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;AI use case-ების იდენტიფიცირება, პრიორიტიზაცია (ეფექტი, სირთულე, რისკი) და დანერგვა LLM-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებით (მათ შორის Claude);პილოტებიდან რეალურ ექსპლუატაციაში გადასვლის უზრუნველყოფა: მოთხოვნების დაზუსტება, გუნდებთან ერთად დანერგვა, შედეგების გაზომვა და დოკუმენტირება;ავტომატიზაციის შესაძლებლობების მოძიება და მათი განვითარების გეგმის შედგენა;რეგულარული შეხვედრების წარმართვა გუნდებთან, მათი საჭიროებებისა და ბლოკერების გამოვლენა;AI-ის გამოყენების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავება ფინანსებში, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით;შემდგომ ეტაპზე იგივე მიდგომის გავრცელება ფინანსების სხვა მიმართულებებზე;ფინანსების ხელმძღვანელობისთვის პროგრესისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება. კვალიფიკაციატექნოლოგიური ცვლილებების, ავტომატიზაციის ან AI/ML პროექტების წარმართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;AI/LLM-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების რეალურ გარემოში დანერგვის დადასტურებული გამოცდილება (რეალური პროექტები, პორტფოლიო ან კონკრეტული შედეგები);LLM-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებთან (მაგ. Claude) მუშაობის გამოცდილება, მათი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაგება;მონაცემებთან მუშაობის კარგი ცოდნა (SQL, მონაცემთა ხარისხი, BI ინსტრუმენტები, მაგ. Power BI), იმ დონეზე, რომ ტექნიკურ გუნდებთან თანაბარ დონეზე იმუშაო;ძლიერი კომუნიკაციისა და გავლენის მოხდენის უნარი სხვადასხვა დონის ბიზნეს და ტექნიკურ კოლეგებთან;ქართულისა და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილებას. დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBC.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

Published 3 hours ago

Expires 1 month from now

7 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

TBC