ბუღალტერი
Palati 2022 LLC · Roustavi
Job description
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ბუღალტრის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site)ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:** მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;** სტაბილურ დასაქმებას და ბაზართან შესაბამის ანაზღაურებას;** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;** ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს;** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.ძირითადი მოვალეობები: ბუღალტერიაში ფუნქციები ნაწილდება როტაციის პრინციპით: ბუღალტერი ყველა მიმართულებაზე ერთდროულად არ მუშაობს, თუმცა პერიოდულად ჩაერთვება თითოეულ მათგანში.შესაბამისად, საჭიროა შემდეგ სფეროებში მუშაობის უნარი/მზაობა:** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) მომზადება, შემოწმება და აღრიცხვა;** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია) აღრიცხვა და ინვენტარიზაციის შედეგების საბუღალტრო ასახვა;** საბანკო და სალარო ოპერაციები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;** საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვა (საბაჟო დეკლარაციები, იმპორტის დღგ, საკურსო სხვაობები);** ძირითადი საშუალებებისა და ცვეთის აღრიცხვა;** ხელფასის, ბონუსების, კომპენსაციებისა და ბენეფიტების დაანგარიშება ტაბელისა და კომპანიის საბონუსე სისტემის შესაბამისად;** ხელმძღვანელის დავალებით სხვა პოზიციასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;** ბუღალტერიაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; (სასურველია საწარმოო სფეროში)** rs.ge-სა და საბუღალტრო პროგრამასთან (ORIS, FINA ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;** ხელფასის გაანგარიშებისა და საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება; (სასურველია)** MS Excel-ის კარგი ცოდნა.პიროვნული უნარები:** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;** სხვადასხვა ფუნქციაზე სწრაფად გადართვისა და ადაპტაციის უნარი;** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;** სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი".განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 29 ნოემბერი, 2026 წ.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 3 hours ago
Expires 1 month from now
3 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
Palati 2022 LLC
Roustavi