Architect
MUA · Tbilissi
Job description
კომპანიის შესახებMUA თბილისში დაფუძნებული, 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე არქიტექტურული სტუდიაა. გუნდი აერთიანებს შემოქმედებით ხედვასა და სიღრმისეულ ტექნიკურ ცოდნას, რაც საფუძვლად უდევს ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინსა და ურბანულ-სივრცითი კონცეფციების შექმნას. სტუდია მუშაობს საშუალო და დიდი მასშტაბის მრავალფუნქციურ, საცხოვრებელ, კომერციულ, საოფისე და სასტუმროს ტიპის ობიექტებზე, აპროექტებს და გარდაქმნის მათ შთამაგონებელ ადგილებად. MUA-ს სამუშაო მეთოდოლოგია საწყისი ეტაპიდანვე ეფუძნება სიღრმისეულ კვლევას და მჭიდრო თანამშრომლობას დარგის სპეციალისტებსა თუ დაინტერესებულ მხარეებთან. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ადგილის საჭიროებების გათვალისწინებას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და კონტექსტზე მორგებული პროექტების განხორციელებას.პოზიცია მოიცავს სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპოლოგიის პროექტებზე მუშაობას - არქიტექტურული კონცეფციის განვითარებას კვლევიდან უშუალოდ მშენებლობის პროცესამდე. ძირითადი მოვალეობები:პროექტირების პროცესში ჩართულობა ყველა ეტაპზე: საწყისი ინფორმაციის შესწავლა, ობიექტის/დავალების ანალიზი და კონტექსტუალური/ურბანული კვლევა და დეტალური-ტექნიკური პროექტის მომზადება;პროექტირების ყველა ეტაპზე სრული დოკუმენტაციის, 3D(BIM) მოდელებისა და ტექნიკური ნახაზების მომზადება და მართვა (წინასაპროექტო კვლევა, კონცეფცია, ესკიზური პროექტი, დეტალური პროექტი და ტექნიკური ნახაზები);არქიტექტურული პროექტის კოორდინაცია კონსტრუქციულ, საინჟინრო და სხვა მომიჯნავე მიმართულებებთან მათი სრულყოფილი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება არქიტექტურის სფეროში;არქიტექტურისა და პროექტირების მყარი საფუძველი, საშუალო და დიდი მასშტაბის პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით;საპროექტო და გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Revit, AutoCAD, BIM ინსტრუმენტები, Adobe-ს პროგრამები);უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;ადგილობრივი სამშენებლო ნორმების, რეგულაციებისა და სანებართვო პროცესების ცოდნა (სასურველია თბილისსა და რეგიონში);ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (Upper-Intermediate);გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის განვითარებული უნარები.აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა არის 21 ნოემბერი.
Questions fréquentes
Why are you reporting this job?
Explore further
Salaries, guides and searches in Georgia.
Apply in 30 seconds
Enter your email to apply. An account will be created automatically.
By continuing, you accept our terms of use.
Already have an account? Login
A question about this job?
Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.
Published 3 hours ago
Expires 1 month from now
3 views · 0 interested
Boost your chances
Upload your CV — we will match you with relevant openings.
Analyzing your CV...
MUA
Tbilissi