Jobiglo

No results.

ანალიტიკოსი - ჰორეკას, უძრავი ქონების და მშენებლობის განყოფილება

TBCBANK · თბილისი

New
Mid ka
MS Excel

Job description

ანალიტიკოსი - ჰორეკას, უძრავი ქონების და მშენებლობის განყოფილება

კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში, კერძოდ ჰორეკასა და კომერციული უძრავი ქონების სექტორში,  გვაქვს აქტიური ვაკანსია  ანალიტიკოსის პოზიციაზე.Job Descriptionმიიღებ და დაამუშავებ კლიენტის საკრედიტო განაცხადებს;გაანალიზებ კლიენტების ფინანსური მაჩვენებლებს და შესაბამისად მოამზადებ სრულყოფილ სასესხო პროექტებს;მოამზადებ ფინანსურ მოდელებსა და განსაზღვრავ საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებს;  შეაფასებ პროექტების რისკიანობას;დააორგანიზებ გირაოს შეფასების პროცესს და აღნიშნული პროექტში სწორად ასახვას;საკრედიტო კომიტეტზე წარადგენ პროექტს;წარმართავ სესხის გაცემის პროცესს;არასტანდარტული ხელშეკრულებების შემთხვევაში წარმართავ პროცესს როგორც ბანკის შიდა რგოლებთან ასევე კლიენტთან.რეგურალურად დაამონიტორინგებ არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის;გააკონტროლებ სესხის მიზნობრიობის შესრულებას;მართავ ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისებას;მოამზადებ სხვადასხვა რეპორტებს ბანკში არსებული სტანდარტების  შესაბამისად;Qualificationsუმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და ACCA ჩაითვლება უპირატესად);ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის მინუმუმ ორ წლიანი გამოცდილება;ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;ფინანსების ცოდნა;ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა;MS Office-ს პროგრმაბის მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel/Word/PowerPoint); Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBCBANK.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Source : ats:smartrecruiters

Why are you reporting this job?

Thank you for your report. We will review this job.

Apply in 30 seconds

Enter your email to apply. An account will be created automatically.

Apply now →

By continuing, you accept our terms of use.

Already have an account? Login

A question about this job?

Ask it here: you will get the full job summary by e-mail, right away.

💬 Chat with us on Telegram

Published 2 days ago

Expires 1 month from now

6 views · 0 interested

Boost your chances

Upload your CV — we will match you with relevant openings.

Analyzing your CV...

TBCBANK

თბილისი