Jobiglo

Aucun resultat.

უფროსი ბუღალტერი

citycom · სითიქომი · Tbilissi

Nouveau
Senior ka
1C/Balance

Description du poste

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!ჩვენ შესახებ:„სითიქომი“ სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ „ციფრულ ყულაბას“, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.პოზიციის შესახებ:ვეძებთ გამოცდილ უფროს ბუღალტერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ საბუღალტრო პროცესებს, გააკონტროლებს ფულად ნაკადებს და მოამზადებს ფინანსურ ანგარიშებს მენეჯმენტისთვის.ძირითადი მოვალეობები:კომპანიის საბუღალტრო პროცესების მართვა და სააღრიცხვო მონაცემების სისწორის კონტროლი: შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვების, იმპორტის, მარაგებისა და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა, თვისა და წლის დახურვის პროცესის მართვადებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაშთების რეგულარული კონტროლიგადახდის კალენდრისა და დაგეგმილი გადახდების კონტროლისახელფასო პროცესის მართვა: ხელფასების, ბონუსების, ავანსებისა და შესაბამისი გადასახადების საბოლოო გადამოწმებასაგადასახადო დეკლარაციებისა და სტატისტიკური ანგარიშებისთვის საჭირო მონაცემების მომზადება და გადამოწმებაგარე ბუღალტრულ კომპანიასთან დეკლარაციების, ფინანსური დახურვისა და ანგარიშგების საკითხების შეთანხმება, აუდიტორებისთვის, ბანკებისა და კონსულტანტებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადებარეგულარული ფინანსური ანგარიშების წარმოება მენეჯმენტისთვისყოველკვირეული და ყოველთვიური ქეშფლოუს მომზადება, ფაქტობრივი მონაცემების განახლება და მოკლევადიანი ფულადი ნაკადების პროგნოზირებაშემოსავლების, ხარჯების, მარჟისა და მომგებიანობის ანალიზი ბიზნეს ერთეულის, პროექტის, პროდუქტის ან ცალკეული ობიექტის მიხედვით, ფაქტობრივი შედეგების გეგმასთან შედარება და გადახრების არსებობის შემთხვევაში მიზეზების განმარტებასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, ფინანსური საკითხების შეთანხმება და საბუღალტრო პროცესებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებაუმცროსი ბუღალტრისთვის დავალებების გადანაწილება, პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და ვადების კონტროლისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროშიბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილებაRS.ge პორტალზე მუშაობის გამოცდილებასაქართველოს საგადახადო კანონმდებლობის ცოდნაბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნაქეშფლოუსა და ფინანსური ანგარიშების მომზადების გამოცდილებაMS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა1C/Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილებაინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა რა დაგხვდებათ ჩვენთან:კონკურენტული ანაზღაურებასამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირადასაქმების ფორმა: სრული განაკვეთიმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)ყოველკვარტლური დამატებითი Day OffFitpassჯანმრთელობის დაზღვევაექსკლუზიური შეთავაზებები/ფასდაკლებები პარტნიორი კომპანიებისგანგაცნობებთ, რომ „სითიქომში“ შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec citycom · სითიქომი.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Aller plus loin

Salaires, guides et recherches en Géorgie.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

💬 Contactez-nous sur Telegram Discuter sur WhatsApp

Publie il y a 12 heures

Expire dans 1 mois

2 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

citycom · სითიქომი

Tbilissi