Jobiglo

Aucun resultat.

SME საკრედიტო ანალიტიკოსი - თბილისი

TBCBANK · თბილისი

Nouveau
Mid ka
Microsoft Excel

Description du poste

SME საკრედიტო ანალიტიკოსი - თბილისი

კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. Job DescriptionSME კლიენტების საკრედიტო განაცხადების ფინანსური და ბიზნეს ანალიზის განხორციელება, საკრედიტო რისკების შეფასება და საკრედიტო გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი ანალიტიკური დასკვნის მომზადება. პოზიცია უზრუნველყოფს ბანკირების მხარდაჭერას, საკრედიტო პროექტების ხარისხიან დამუშავებას, საკრედიტო კომიტეტის პროცესში მონაწილეობას და საკრედიტო პორტფელის ხარისხის შენარჩუნებას ბანკის შიდა პოლიტიკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.ძირითადი მოვალეობებიSME კლიენტების ფინანსური ანგარიშგებების, ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის ანალიზი;კლიენტის ბიზნეს მოდელის, საქმიანობის სექტორის, ფულადი ნაკადებისა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შეფასება;ფინანსური, ბიზნესისა და საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება;უზრუნველყოფის (Collateral) ანალიზი, მისი საკმარისობის შეფასება და საკრედიტო რისკებთან შესაბამისობის განსაზღვრა;საკრედიტო პროექტების მომზადება, შესაბამისი ანალიტიკური დასკვნის ფორმირება და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;ბანკირებთან და კლიენტებთან შეხვედრებში მონაწილეობა, ფინანსური საკითხების განხილვა და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;არსებული საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, ადრეული რისკების (Early Warning) იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;ვადაგადაცილებული სესხების ანალიზი და ბანკირთან თანამშრომლობით რეაგირების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;სესხების რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების პროცესში ფინანსური და საკრედიტო ანალიზის განხორციელება;ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა საკრედიტო პროცესის ყველა ეტაპზე;SME მიმართულების გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა საკრედიტო გადაწყვეტილებების ხარისხისა და პროცესების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.Qualificationsსაკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;ფინანსურ, საბანკო, მიკროსაფინანსო, აუდიტორულ ან სხვა შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;ფინანსური ანგარიშგებების, ფინანსური ანალიზისა და საკრედიტო შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა;ფინანსური, ბიზნესისა და საკრედიტო რისკების შეფასების გამოცდილება;Microsoft Excel-ის ეფექტიანად გამოყენების უნარი;CRM სისტემებთან და საბანკო შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.აუცილებელი ცოდნაფინანსური ანგარიშგებების ანალიზის პრინციპები;ფინანსური კოეფიციენტებისა და ფულადი ნაკადების ანალიზის მეთოდები;საკრედიტო რისკების შეფასებისა და მართვის პრინციპები;უზრუნველყოფის (Collateral) შეფასების ძირითადი პრინციპები;საკრედიტო პორტფელის მონიტორინგისა და პრობლემური სესხების მართვის საფუძვლები.აუცილებელი უნარები და კომპეტენციებიანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვის უნარი;მრავალდავალებიან გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებულობა;AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBCBANK.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.
Source : ats:smartrecruiters

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 15 heures

Expire dans 1 mois

1 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBCBANK

თბილისი