სივრცის კონსულტანტი - სანზონის ს/ც 1
TBCBANK · თბილისი
Description du poste
სივრცის კონსულტანტი - სანზონის ს/ც 1
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. Job Descriptionშენ გექნება შესაძლებლობა:შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები. ჩვენ გთავაზობთ: საუკეთესო სამუშაო გარემოს;1 კვირიან ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს;3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლების ზრდას და პოზიციურად განვითარებას;ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი თიბისელები და სხვა მრავალი;შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.ადგილი, სადაც იმუშავებ:განახლებული კონცეფციის და განსაკუთრებული დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.Qualificationsეს პოზიცია შენთვისაა, თუ:ახლა იწყებ სამუშაო კარიერას;გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.თუ ფიქრობ რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში და განვითარდე ნებისმიერი შენთვის საინტერესო მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.Additional Informationთიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 10 heures
Expire dans 1 mois
8 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი
Offres similaires
-
ანალიტიკოსი - ავტოინდუსტრიის, ჯანდაცვისა და მძიმე მრეწველობის სექტორი
TBCBANK თბილისი -
ანალიტიკოსი - საცხოვრებელი უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორი
TBCBANK თბილისი -
სერვის ადმინისტრატორი
TBCBANK თბილისი -
მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - თელავის ფილიალი
TBCBANK თელავი -
დიჯითალ ოპერატორი - ბათუმი
TBCBANK ბათუმი