სერვის ექსპერტი-ბიზნესის ზრდისა და მხარდაჭერის გუნდი (MSME)
TBC
Description du poste
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.თიბისის MSME ბიზნესში, კერძოდ ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის მიმართულებაში ვეძებთ სერვის ექსპერტის პოზიციაზე ახალ თანამშრომელს.პოზიციის მიზანია MSME საკრედიტო ფრონტისთვის ძლიერი, მოტივირებული და კომპეტენტური გუნდის ფორმირება — ახალი თანამშრომლის მოზიდვიდან და ონბორდინგიდან მუდმივ განვითარებამდე, ჩართულობამდე და აღიარებამდე. პოზიცია ასევე უზრუნველყოფს ფრონტის ხმის მიტანას ბიზნესამდე: მათი გამოცდილებიდან პროდუქტებისა და პროცესების გაუმჯობესების იდეების ფორმირებას.სამუშაოს აღწერილობასწავლება და განვითარებასტაჟირების პროგრამების დაგეგმვა, მართვა და შედეგების შეფასება;ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის შემუშავება და მართვა;ფრონტის სასწავლო საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგების დაგეგმვა/კოორდინაცია HR-თან ერთად;ფრონტის კომპეტენციების განვითარების პროგრამების დანერგვა და მათი ეფექტის შეფასება. ჩართულობა და აღიარებათანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენისა და აღიარების პროგრამების მართვა;წარმატებული პრაქტიკების სისტემური გაზიარება ფრონტში. ფრონტის კმაყოფილება და უკუკავშირიფრონტთან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ვიზიტები, შეხვედრები, გამოკითხვები, ციფრული არხები);უკუკავშირის სისტემური შეგროვება და ანალიზი;ფრონტის „ტკივილების“ გამოვლენა და მათი მოგვარების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან. პროდუქტებზე აქტიური ფიქრიფრონტის გამოცდილებიდან პროდუქტების გაუმჯობესებისა და ახალი პროდუქტების იდეების ფორმირება;იდეების წარდგენა Business Ownership და პროდუქტული გუნდებისთვის. კვალიფიკაციაუმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების ან მომიჯნავე სფეროში;მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/ფინანსურ სექტორში — სასურველია საკრედიტო გაყიდვებში ან ფრონტის მართვაში;ტრენინგების, ონბორდინგის ან სტაჟირების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;MSME საკრედიტო პროდუქტებისა და გაყიდვების პროცესის ცოდნა;უკუკავშირის/გამოკითხვების შედეგების ანალიზისა და დასკვნების ფორმირების უნარი;MS Office-ის (Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის კარგი ცოდნა. სასურველიფასილიტაციის ან ტრენერის სერტიფიკატი/გამოცდილება;ჩართულობის ან სამოტივაციო პროგრამების მართვის გამოცდილება. პიროვნული უნარებიადამიანებზე ორიენტირებულობა და ემპათია;გამორჩეული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;გავლენისა და სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობის უნარი;ინიციატივა, ორგანიზებულობა და რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი. დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 3 heures
Expire dans 1 mois
8 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBC