Jobiglo

Aucun resultat.

სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

TBC

Nouveau
Mid ka
MS Word Excel Project Outlook AutoCAD ArchiCAD

Description du poste

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 41%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო რისკების პრევენციისა და კონტროლის განყოფილებაში სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.სამუშაოს აღწერილობაწარმოდგენილი სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) (საპროექტო ნახაზები, გეოლოგია, ხარჯთაღრიცხვა, სამშენებლო გეგმა-გრაფიკი და სანებართვო ნაწილი) საფუძვლიანი შესწავლა;წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობიექტზე არსებული მდგომარებით და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სამუშაოთა მოცულობების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ერთეულის ფასების შესწავლა, მათი საბაზრო ფასებთან შედარება;წარმოდგენილი სამშენებლო გეგმა-გრაფიკის შესწავლა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური ვადების განსაზღვრა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების იდენტიფიცირება და მათი მოცულობის, ხარჯის და ვადის განსაზღვრა;კლიენტის/სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა-დანადგარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით სამუშაოების დაწყებამდე, ყველა საჭირო ნებართვისა თუ დოკუმენტაციის არსებობის შემოწმება;მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და გაზიარება ბანკის შესაბამის განყოფილებებთან ან/და თანამშრომლებთან;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტით სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებზე რეკომენდაციების მოძიება და ტექნოლოგიური და სამშენებლო რისკების შეფასება;კლიენტის მხრიდან შესრულებული სამუშაოების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ფაქტიურ მდგომარეობასთან მიმართებაში;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა საპროექტო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა;პროექტის მიმდინარეობისას, დარღვევების შემთხვევაში - შესაბამისი დასაბუთების, არგუმენტების და დოკუმენტაციის საფუძველზე, დარღვევების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკურ (როგორც დაგეგმილი, ასევე მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება) და ფინანსური მონიტორინგის წარმოება;ობიექტზე ვიზიტის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანგარიშგების ფორმების (მონიტორინგის ანგარიში/დასკვნა ) შევსება და შესაბამის განყოფილებებზე გადაცემა;შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა-2-ები, ინვოისები, ლაბორატორიული დასკვნები და სხვა) მიღება კლიენტისგან, გაცნობა, შენახვა და პასუხისმგებელ პირებსა და განყოფილებებზე გადაცემა/გაზიარება;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამუშაოების ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) სამშენებლო პროექტის დასრულების ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვის არსებობის გადამოწმება და პროექტის დასრულებაზე დასკვნის მომზადება;სამშენებლო, მათ შორის ინფრასტრუქტურული (ჰიდრო სამშენებლო) პროექტის მიმდინარეობის მართვა დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების კონტროლი და მისი გავლენის შეფასება მშენებლობის სამომავლო დანახარჯებსა და პროექტის დასრულებაზე;პროექტთან დაკავშირებული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა. კვალიფიკაციაუმაღლესი განათლება (საგზაო/სამოქალაქო მშენებლობა, ინჟინერია, არქიტექტურა);საგზაო/სამოქალაქო მშენებლობის პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;პროექტის მართვის და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Project, Outlook);CAD(AutoCad; ArchiCad) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;საგზაო სამშენებლო პროექტის გეგმარების გამოცდილება. სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);ხარჯთაღრიცხვებთან და ფორმა-2-ებთან მუშაოების გამოცდილება;სამშენებლო - ტექნიკური ნორმების, წესები და სტანდარტების ცოდნა;შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები:ენერგიულიკომუნიკაბელურიმოტივირებულიშედეგზე ორიენტირებულისტრეს გამძლეორგანიზებულიპასუხისმგებლიანიდამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარიგუნდურიინიციატივიანი და პროაქტიულიცვლილებების მიმართ მოქნილიდამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBC.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

Publie il y a 3 heures

Expire dans 1 mois

4 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBC