Jobiglo

Aucun resultat.

საბანკო პროდუქტების და პროცესების განვითარების მენეჯერი

MBC • ემბისი · Tbilissi

Nouveau
Senior ka

Description du poste

კომპანიის შესახებ:ემბისი საფინანსო სექტორში წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია და რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. მიკრობანკი გამოირჩევა მაღალი სანდოობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების მხრიდან. ემბისი წარმოადგენს პირველ მიკრობანკს საქართველოში. კომპანიაში დასაქმება გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ აღნიშნული ტრანსფორმაციის პროცესში და გახდეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მონაწილე ემბისის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე. პოზიციის მიზანი:პოზიციის მიზანია უზრუნველყოს მიკრობანკში ახალი საბანკო პროდუქტებისა და პროცესების შექმნა და განვითარება, არსებული საბანკო პროდუქტებისა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, ბიზნესის მოთხოვნებისა და საჭიროებების, მომხმარებელთა გამოცდილების, ბაზრის კვლევების შედეგებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი;არსებული საბანკო პროდუქტების და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;ახალი საბანკო პროდუქტების შექმნის, არსებული პროდუქტებისა და პროცესების განვითარების, განახლებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივების შემუშავება და მართვა;ახალი პროდუქტებისა დანერგვის ან არსებული პროდუქტების და პროცესების ცვლილების მიზნით ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;ინიციატივების განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფების ფორმირება, მონაწილე სტრუქტურულ ერთეულებსა და გარე პარტნიორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;პროექტების განხორციელების გეგმების შემუშავება, ძირითადი ეტაპების, საჭირო რესურსების და ვადების განსაზღვრა, შესრულების პროგრესის მონიტორინგი და კონტროლი;პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და შესაბამისი ცვლილებების მართვა;საბანკო პროდუქტებთან და პროცესებთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავების, განახლების და შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;ახალი პროდუქტების, პროცესებისა და შესაბამისი ცვლილებების ტესტირების, დანერგვისა და პრაქტიკაში ამოქმედების კოორდინაცია;დანერგილი პროდუქტებისა და პროცესების ეფექტიანობის შეფასება და შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა; მიმდინარე პროექტების, განხორციელებული ცვლილებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება და მიკრობანკის მენეჯმენტისთვის წარდგენა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენჯმენტის მიმართულებით;საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან პროდუქტების განვითარების ან პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;პროექტების მართვის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;პროექტების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების შესაბამის პროგრამულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები:ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;სტრატეგიული ხედვის უნარი;გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;მოლაპარაკებების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი;

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec MBC • ემბისი.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

Publie il y a 9 heures

Expire dans 1 mois

7 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

MBC • ემბისი

Tbilissi