Jobiglo

Aucun resultat.

რეგისტრატურის თანამშრომელი

New Life Georgia · Tbilissi

ka

Description du poste

რეგისტრატურის თანამშრომელი | New Life Georgia📍 სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველოNew Life Georgia, ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის წევრი, რომელიც საქმიანობას სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, აცხადებს ვაკანსიას კლინიკის რეგისტრატურის თანამშრომლის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:კლინიკაში მისული პაციენტების მიღება, რიგის მართვა და შესაბამის სპეციალისტებთან ან სამედიცინო განყოფილებებთან მათი სათანადო გადამისამართების უზრუნველყოფა.შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პაციენტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ინფორმაციის მიწოდება და ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და დაჯავშნა.ახალი პაციენტებისთვის სამედიცინო ისტორიის გახსნა, სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება, პირადი და საპასპორტო მონაცემების აღრიცხვა და პროგრამულ სისტემაში პაციენტის რეგისტრაცია.პაციენტებისგან მიღებული თანხების აღრიცხვა, სალარო ოპერაციების განხორციელება და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება.პაციენტების პირადობისა და საპასპორტო დოკუმენტების ასლების დამზადება, ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და შესაბამისი მონაცემების განახლება.პაციენტების სამედიცინო პროცედურების გეგმების (Plan) წინასწარ შემოწმება, გადახდების მდგომარეობისა და პროგრამულ სისტემაში არსებული მონაცემების სისწორისა და სისრულის კონტროლი.საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების მიერ მოწოდებული ყოველთვიური ინვოისების შემოწმება, შესაბამისი მონაცემების შედარება და გამოვლენილი შეუსაბამობების დაზუსტება.პარტნიორი კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების ყოველთვიური მონაცემების პროგრამული სისტემიდან ამოღება, გადამოწმება და ბუღალტერთან დროული გადაგზავნა.საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის ლაბორატორიული ანალიზების პასუხების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების დაცვით.გაყინული ბიოლოგიური მასალის პირველადი შენახვისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის უზრუნველყოფა და გადახდების სათანადო აღრიცხვა.კლინიკის მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შესახებ მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და ბუღალტერთან გადაგზავნა ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მიზნით.პაციენტების სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულისა და დროული განახლების უზრუნველყოფა.კლინიკის შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა, პაციენტთა პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის სათანადო დაცვა.აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარები:შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.პაციენტებთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე.საოფისე პროგრამებისა და ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის უნარი.გუნდური მუშაობის უნარი.ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.ჩვენ გთავაზობთ:მულტიკულტურულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.ჯანმრთელობის დაზღვევას.ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოლოდინების შესაბამისად.📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: ელფოსტის Subject ველში მიუთითეთ: „რეგისტრატურის თანამშრომელი“🌐 მეტი ინფორმაცია:

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec New Life Georgia.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 1 semaine

Expire dans 1 mois

16 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

New Life Georgia

Tbilissi