პერსონალური ბანკირი (არარეზიდენტი კლიენტები)- მთაწმინდის ფილიალი
TBC
Description du poste
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.სამუშაოს აღწერილობაშენ, როგორც პერსონალური ბანკირი:ჩართული იქნები ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესში;გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების მოხმარებულ პროდუქტებს;კონსულტაციას გაუწევ პორტფელში არსებულ კლიენტებს ბანკის ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით;კონცეპტ კლიენტებს მიაწვდი ინფორმაციას ბანკის ახალი პროდუქტებისა და სხვა სიახლეების შესახებ;პორტფელში არსებული კლიენტების შესახებ შექმნი სრულყოფილ საინფორმაციო პროფაილს, მუდმივად გააკონტრლებ საინფორმაციო ბაზას;გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების კმაყოფილებას და ლოიალობას;მოაგვარებ კონცეპტ კლიენტების მომსახურების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს;მართავ და მხარს უჭერ საერთაშორისო ტრანზაქციებსა და ვალუტის ოპერაციებს, განსაკუთრებული ყურადღებით უსაფრთხოებასა და სიზუსტეზე. უზრუნველყოფ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობას და კლიენტების KYC/AML მოთხოვნების მართვას. ეხმარები კლიენტებს ციფრული არხების ეფექტურად გამოყენებაში და მათთვის კომფორტული საბანკო გამოცდილების შექმნაში. შეასრულებ დაწესებულ გაყიდვების გეგმას. ველოდებით გამოხმაურებას, თუ:ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალებაშენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვაგაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებაგაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანიგაქვს ლოგიკური აზროვნება დამარწმუნებელი კომუნიკაციასტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარიკვალიფიკაციაბანკის ფილიალებში, მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;გამოცდილება საკრედიტოს მიმართულებით;რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;გაყიდვების უნარ-ჩვევების გამოყენების, პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება. დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 2 semaines
Expire dans 1 mois
16 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBC