MSME ბიზნესის სტრატეგიული პროგრამების ლიდერი
TBC
Description du poste
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.MSME ბიზნესში ვაცხადებთ ვაკანსიას - სტრატეგიული პროგრამების ლიდერის პოზიციაზე.სამუშაოს აღწერილობასტრატეგიული დაგეგმვა და ბიზნესის განვითარებაMSME მიმართულების სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ბიზნეს მიზნების განსაზღვრის პროცესში აქტიური მონაწილეობა / მხარდაჭერა / ფასილიტაციასტრატეგიული პროგრამებისა და ბიზნეს ინიციატივების კოორდინაცია;სხვადასხვა ბიზნეს და მხარდამჭერ გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;პროექტების მიმდინარეობის, ვადებისა და შეთანხმებული შედეგების მონიტორინგი;საჭიროების შემთხვევაში, პროცესებში არსებული შეფერხებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება. დირექტორისთვის პრეზენტაციებისა და ანგარიშგების მომზადებაMSME მიმართულების დირექტორისთვის სტრატეგიული პრეზენტაციების, ბიზნეს მიმოხილვებისა და მენეჯმენტის ანგარიშების მომზადება; ბიზნესის შედეგების, მიმდინარე ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის სტრუქტურირება და შეჯამება;დირექტორის მხარდაჭერა მაღალი დონის შეხვედრებისა და სტრატეგიული განხილვებისთვის საჭირო მასალების მომზადებაში. ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაMSME მიმართულების ბიზნეს პროცესებში აქტიური ჩართულობა;არსებული პროცესების შეფასება და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა. მენეჯმენტის მხარდაჭერაMSME მიმართულების დირექტორის ყოველდღიური სტრატეგიული და ბიზნეს პრიორიტეტების მხარდაჭერა;მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერება, გადაწყვეტილებების მომზადება და შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია;ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას შორის ინფორმაციისა და პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფაკვალიფიკაციაუმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;ბიზნეს ანალიტიკის, სტრატეგიული დაგეგმვის ან პროექტების მართვის გამოცდილება;ფინანსური და ბიზნეს მაჩვენებლების ანალიზის უნარი;ძლიერი ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნების უნარი;მაღალი ხარისხის პრეზენტაციებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი მასალების მომზადების გამოცდილება;MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 3 heures
Expire dans 1 mois
5 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBC
Offres similaires
-
Revenue Recovery Specialist (Remote, Georgia-based)
Pharmbills -
Financial Analyst (Financier) - Real Estate Development
Ambassadori Island Batumi Batoumi -
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი-გარდაბანი
Bank of Georgia Gardabani -
Partner Economics & Incentives Manager
Social Discovery Group -
Finance AI Solutions Lead
TBC