მოლარე-ოპერატორი (რეზერვი)
TBCBANK · თბილისი
Description du poste
მოლარე-ოპერატორი (რეზერვი)
კომპანიის აღწერაჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.Job Descriptionძირითადი მოვალეობები:მომხმარებელს გაუწევ მაღალხარისხიან საოპერაციო და სალარო მომსახურებას;უზრუნველყოფ მომხმარებლებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციებთან დაკავშირებულ კონსულტაციას და შეთავაზებებს;მომხმარებელს გადაამისამართებ საჭიროების შესაბამისად.ჩვენ გთავაზობთ:საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად.მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები და სხვა მრავალი;შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.ადგილი, სადაც იმუშავებ:განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.Qualificationsეს პოზიცია შენთვისაა, თუ:გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;სასურველია გქონდეს გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობათუ ფიქრობ რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში, შეისწავლო შენთვის ახალი სფერო და განვითარდე, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.Additional Informationთიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 5 heures
Expire dans 1 mois
3 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
TBCBANK
თბილისი