Marketing Manager
Dressup Group · Tbilissi
Description du poste
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge."დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ფუნქციები და მოვალეობები:პორტფელში შემავალი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და გრძელვადიანი განვითარების პროცესის კოორდინაცია;ბრენდების პოზიციონირების, საკომუნიკაციო მიმართულებებისა და მარკეტინგული პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;სეზონური და კატეგორიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;პორტფელში შემავალი ბრენდების მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის ადგილობრივ ბაზარსა და მომხმარებლის სპეციფიკასთან ადაპტაცია;ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების მართვა ATL, BTL, Digital და In-store არხებში;ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების ბრიფების მომზადება და მათი ბრენდულ მიმართულებასთან შესაბამისობის კონტროლი;მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა შიდა გუნდებთან, ბრენდების წარმომადგენლებსა და პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;ფიზიკური მაღაზიებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და მასალების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;მაღაზიების დონეზე ლოკალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;გაყიდვების მხარდამჭერი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;კამპანიებისთვის KPI-ების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა, მათი შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;ბაზრის დინამიკისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვაში მონაწილეობა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;კამპანიების, KPI-ებისა და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება;მარკეტინგული აქტივობების შედეგების საფუძველზე მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;მრავალბრენდიან გარემოში მუშაობის ან რამდენიმე ბრენდის პარალელურად მართვის გამოცდილება;საცალო ვაჭრობის, მოდის ან შესაბამის სამომხმარებლო კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ბრენდ მენეჯმენტის, პოზიციონირებისა და ბრენდული კომუნიკაციების ცოდნა;ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;პროექტებისა და მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვისა და კონტროლის უნარი;KPI-ებზე დაფუძნებული ანალიზისა და მარკეტინგული შედეგების შეფასების უნარი;ბრენდების წარმომადგენლებთან, შიდა გუნდებსა და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამოცდილება;ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;შესაბამის ბაზარსა და სამომხმარებლო კატეგორიაში მომხმარებელთა ქცევის ცოდნა. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Salaire : Marketing Manager Sur la base de 5 offres en GéorgiePostulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 14 heures
Expire dans 1 mois
4 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Dressup Group
Tbilissi