ხარისხის კონტროლის ინჟინერი (QA/QC)
Master Materials Llc · Tbilissi
Description du poste
ვაკანსია | სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის ინჟინერი (QA/QC) / ტექნიკური ზედამხედველიკომპანია: Master Material სამუშაო ადგილი: თბილისი / საჭიროებისამებრ რეგიონები დასაქმების ფორმატი: მოქნილი გრაფიკი, პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ანაზღაურება: შესრულებული ვიზიტებისა და პროექტების მიხედვით, წინასწარი შეთანხმებითMaster Material ეძებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის ინჟინერს (QA/QC), რომელიც ჩაერთვება კომერციული და საოფისე ფართების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაში.ძირითადი მოვალეობებისარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი ობიექტებზე პერიოდული ვიზიტების მეშვეობით;შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება;არქიტექტურული და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ხარისხის ინსპექტირება;საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია) შესრულების ხარისხის პირველადი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დარგობრივ სპეციალისტებთან კოორდინაცია;სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;გამოვლენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების აღრიცხვა, ფოტოფიქსაცია და დეფექტური აქტების მომზადება;გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი განმეორებითი ინსპექტირებისას;შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ის შემოწმება — ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ადგილზე გადამოწმება, საპროექტო დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვასთან შედარება, შეუსაბამობების გამოვლენა და დადასტურება;ობიექტის მიმდინარე მდგომარეობისა და სამუშაოების პროგრესის შესახებ ტექნიკური ანგარიშების მომზადება.საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოების, ხარისხის კონტროლის ან ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით;არქიტექტურული ნახაზების, სამუშაო პროექტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების, მასალებისა და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;სამშენებლო დეფექტებისა და საპროექტო შეუსაბამობების დამოუკიდებლად გამოვლენისა და ტექნიკურად დასაბუთებული შეფასების უნარი;შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვის, გაანგარიშებისა და ფორმა №2-ის შემოწმების პრაქტიკული გამოცდილება;ტექნიკური ანგარიშებისა და დეფექტური აქტების მომზადების გამოცდილება;MS Office-ის (Word, Excel) და AutoCAD-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.უპირატესობად ჩაითვლება:კომერციული ფართების, საბანკო ფილიალებისა და საოფისე ობიექტების სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება;ელექტროსამონტაჟო და მექანიკური საინჟინრო სისტემების ტექნიკური კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება;მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.თანამშრომლობის პირობებისამუშაო არ ითვალისწინებს ყოველდღიურ, სრულ განაკვეთზე დასწრებას;ობიექტებზე ვიზიტები განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკისა და პროექტების საჭიროებების შესაბამისად;შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა;ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, პროექტის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და ვიზიტების რაოდენობის გათვალისწინებით;თანამშრომლობის პირობები შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან.განაცხადის წარდგენადაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, წერილის სათაურში მითითებით: QA/QC ინჟინერი. ელ.ფოსტა:
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 21 heures
Expire dans 1 mois
3 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Master Materials Llc
Tbilissi