Import Manager
Unicorn Solutions · Tbilissi
Description du poste
About the job Unicorn Solutions საქართველოში HoReCa და საცალო სექტორებზე ორიენტირებული, სწრაფად მზარდი იმპორტისა და დისტრიბუციის კომპანიაა.ჩვენი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ბრენდების მოძიებას, პროდუქციის იმპორტსა და მიწოდებას როგორც HoReCa სექტორის პარტნიორებისთვის, ისე საცალო მომხმარებლებისთვის, ელექტრონული კომერციის პლატფორმის unicorn.ge-ის მეშვეობით.ჩვენი გუნდის გამოცდილება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში 15 წელს აღემატება. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა საშუალებას გვაძლევს, სიღრმისეულად გვესმოდეს ინდუსტრიის საჭიროებები და პარტნიორებს შევთავაზოთ მოქნილი, მათ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება.შპს “ უნიკორნ სოლუშენსი” აცხადებს ვაკანსიას იმპორტ მენეჯერის პოზიციაზე.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებისაერთაშორისო ბაზრების მუდმივი კვლევა, კომპანიის ბრენდსა და მომხმარებლების საჭიროებებთან შესაბამისი ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების მოძიება;გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობით ბაზარზე არსებული მოთხოვნის, პროდუქციის კომერციული პოზიციონირებისა და კონკურენტული გარემოს სიღრმისეული ანალიზი;მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება იმ პროდუქტების შესარჩევად, რომელთა იმპორტიც კომპანიისთვის კომერციულად მიზანშეწონილია;სანდო საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება შესაბამისი პროდუქტებისა და კატეგორიებისთვის;მომწოდებლებისგან კომერციული შეთავაზებების მიღება და ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;მომწოდებლების შეფასება პროდუქციის ფასის, ხარისხისა და ლოგისტიკური ეფექტიანობის მიხედვით;საერთაშორისო მომწოდებლებისგან პროდუქციის ნიმუშების მიღების ორგანიზება;შესაბამის შიდა გუნდებთან თანამშრომლობით პროდუქციის ნიმუშების , ხარისხის, შეფუთვისა და ადგილობრივ ბაზართან შესაბამისობის შეფასება;იმპორტის სრული პროცესის მართვა, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადება, საბაჟო გაფორმება, საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიწოდების კოორდინაცია;ლოგისტიკურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, გადაზიდვის ვადების მონიტორინგი და იმპორტის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაპროდუქციის სრული თვითღირებულების გამოთვლა, იმპორტთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით;გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობით პროდუქციის სამიზნე ფასების განსაზღვრა;იმპორტირებული პროდუქციის ხარისხისა და მოგების მარჟის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის კომერციულ მიზნებთან.ამისთვის დაგჭირდებათ:ძლიერი ანალიტიკური და კომერციული აზროვნება;საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის, საბაჟო პროცედურების მონიტორინგი.მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.სავალდებულო მოთხოვნები:იმპორტის მართვისა და პროდუქტის განვითარების მიმართულებით დადასტურებული სამუშაო გამოცდილება საკვებისა და სასმელების ინდუსტრიაში;Microsoft Excel-ისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა;ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (C1) ფლობა.ჩვენ გთავაზობთ:KPI-ს მიღწევაზე დაფუძნებულ კვარტალურ ბონუსს;საერთაშორისო მომწოდებლების ქსელის განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობას;პროდუქტის განვითარების სრულ პროცესში ჩართულობას,ბაზრის კვლევიდან პროდუქტის ბაზარზე გაშვებამდე;მოქნილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;კვება;თანამშრომლის ფასდაკლებას Unicorn Solutions-ის ონლაინ მაღაზიაში unicorn.ge.შემოუერთდით Unicorn Solutions-ის გუნდს და მიიღეთ მონაწილეობა ახალი პროდუქტების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და კომპანიის ახალი მიმართულებების განვითარებაში.სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველოკომპანია: Unicorn Solutionsსამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 19:00)მისამართი: 37 შოთა რუსთაველის გამზ.ხელმძღვანელი: ოპერაციული დირექტორი / მმართველი დირექტორიკვარტალური ბონუსი: KPI-ის შესრულების შესაბამისად
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Salaire : Sales Manager Sur la base de 24 offres en GéorgiePostulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 3 jours
Expire dans 1 mois
20 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Unicorn Solutions
Tbilissi
Offres similaires
-
Customer Care Team Lead - Logistics
Girteka Tbilissi -
Business Development Manager
Phasis Logistics Tbilissi -
Deputy Operational Support Store Openings
Data and Operational Excellence Hub LLC Tbilissi -
International Procurement Coordinator
Dreamland Oasis Chakvi Tchakvi -
ადგილობრივი (Express) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
SEKKEI PARK Tbilissi