Business Development Manager (B2B SaaS, განათლების სფერო)
StudyDrome
Description du poste
StudyDrome ქართული B2B SaaS კომპანიაა. ჩვენი პლატფორმით უნივერსიტეტები და ორგანიზაციები ატარებენ წერით გამოცდებს და OSCE-ს, აკეთებენ კურსებს, თანამშრომლების სავალდებულო ტრენინგებს და სერტიფიკაციას. დღეს StudyDrome-ს საქართველოში 6 უნივერსიტეტი იყენებს.ვეძებთ პირველ Business Development Manager-ს. აქ მზა კლიენტების ბაზა არ დაგხვდება: pipeline-ს ნულიდან შექმნი, ჩვენთან ერთად.რას გააკეთებიპოვი გადაწყვეტილების მიმღებებს და დაუკავშირდები მათ. ესენი არიან HR-ის და L&D-ის ხელმძღვანელები, კლინიკების, საცალო ქსელების, ენერგეტიკული და სამრეწველო კომპანიების ტრენინგ ცენტრების უფროსები, ასევე კერძო უნივერსიტეტების რექტორატი და ხარისხის სამსახურებიდაახლოებით 30 ახალი კონტაქტი კვირაში: ზარები, LinkedIn, ელ-ფოსტა, შეხვედრებიატარებ discovery call-ებს, სთავაზობ 30-დღიან უფასო პილოტს და მას ბოლომდე მიჰყვებიყოველდღიურად აწარმოებ CRM-ს და ყოველკვირეულად აბარებ ანგარიშს მენეჯერსვის ვეძებთგაქვს B2B გაყიდვების 2+ წლის გამოცდილება (SaaS, IT, სამედიცინო ტექნიკა, ფარმა ან HR სერვისები)დაგიხურავს გრძელი ციკლის გარიგებები, სადაც გადაწყვეტილებას რამდენიმე ადამიანი იღებსთავისუფლად ფლობ ქართულს და კარგად ინგლისურს; რუსული უპირატესობააცივი ზარის და უარის არ გეშინიაგიყვარს წესრიგი: რაც CRM-ში არ წერია, ის არ მომხდარაპლიუსია, თუ გაქვს კონტაქტები ჯანდაცვაში, HR/L&D წრეებში ან უმაღლეს განათლებაშიანაზღაურებაპირველი 5 კლიენტი ან 6 თვე: ₾1,000 ფიქსირებული + 35% საკომისიო საკუთარი კლიენტის პირველი წლის გადახდიდან + ₾300 ყოველ პილოტზე, რომელზეც რეალური გამოცდა ან კურსი ჩატარდებაშემდეგ: ₾2,500 ფიქსირებული + 20% (წლიური გეგმის ზემოთ 25%)მაგალითი: კლინიკა 250 თანამშრომლით დაახლოებით ₾15,550 იხდის წელიწადში. შენი საკომისიო დაახლოებით ₾5,440 იქნებაზედა ზღვარი არ გვაქვსრას გთავაზობთპროდუქტს, რომელიც უკვე მუშაობს და რეალური კლიენტები ჰყავსსაჯარო ფასებს: ყოველ გარიგებაზე ფასზე ვაჭრობა არ მოგიწევსპირდაპირ მუშაობას დამფუძნებელთან. პირველ გარიგებებზე დემოს ერთად ვატარებთწარმატების შემთხვევაში მეზობელ ქვეყნებში აგენტების ქსელის კოორდინაციის შესაძლებლობასროგორ განაცხადომხოლოდ CV საკმარისი არ არის. გამოგზავნე იმეილზე :2-წუთიანი ვიდეო ან აუდიო: "მოგვყიდე" რამე, რაც ადრე გაგიყიდია, ისე, როგორც კლიენტს ზარზე3-5 წინადადება ყველაზე რთულ გარიგებაზე, რომელიც დახურე, და იმაზე, რამ გადაწყვიტა მისი ბედიერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც, შენი აზრით, StudyDrome სჭირდება, და რატომამ სამი პუნქტის გარეშე გამოგზავნილ განაცხადებს ვერ განვიხილავთ.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 1 semaine
Expire dans 1 mois
22 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
StudyDrome