ბუღალტერი
Cellfie Mobile · Tbilisi
Description du poste
ბუღალტერი
კომპანიის აღწერაჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.Job Descriptionსელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის როლზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი.ძირითადი მოვალეობები:** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია 
** საბუღალტრო გატარებების წარმოება IFRS სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** ERP სისტემაში ანალიტიკური მუხლების კონტროლი, თვის დახურვის პროცესში რეგლამენტის შესაბამის პროცედურებში მონაწილეობა
** საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება
** ხელშეკრულებებზე მუშაობა ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** რეპორტების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად
** კრედიტორებთან რეგულარული კომუნიკაცია მონაცემების შესადარებლადთუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებით
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარიგამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  30 ოქტომბერი, 2026Additional Informationრატომ სელფიჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. 
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: 
•    პასუხისმგებლობას (Ownership)
•    საქმის ხახრისხიან შესრულებას 
•    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.სელფი მობაილში შეგიძლია: 
•    დასახო ამბიციური მიზნები
•    თამამად გამოხატო შენი აზრი
•    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
•    ისწავლო და ასწავლო სხვებს.ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
•    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
•    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
•    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
•    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
•    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 1 jour
Expire dans 1 mois
7 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Cellfie Mobile
Tbilisi