Automotive Service Advisor
Peugeot Georgia · Tbilissi
Description du poste
“პეჟო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზეპეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.ადგილმდებარეობა: „პეჟო საქართველო“, აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00 (ორ კვირაში ერთხელ).ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ბრენდის მომსახურების სტანდარტების დაცვით;მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა, მათზე ზრუნვა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კალკულაცია და ინვოისის მომზადება;საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია; სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა; შეკვეთილი ნაწილების და აქსესუარების მიწოდების ვადების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება; მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა; სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული გეგმური სერვისის შეხსენების მიზნით; ახალი ავტომობილების გაყიდვის და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა; რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში (Microsoft Office -Word, Excel, PowerPoint, Outlook & Google Workspace -Docs, Sheets, Gmail) მუშაობის გამოცდილება და საბაზისო დონეზე ცოდნა;ადამიანების გულწრფელი დახმარების სურვილი;დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდურად მუშაობის უნარი;სამუშაო ადგილმდებარეობა: „პეჟო საქართველო”, დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, თბილისი.დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Publie il y a 1 semaine
Expire dans 1 mois
19 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Peugeot Georgia
Tbilissi