ვეძებთ ექსპერტ-ხარჯთაღმრიცხველებს 🤝
GMT Intelligence Systems LLC · Tbilissi
Description du poste
ვეძებთ გამოცდილ ექსპერტ-ხარჯთაღმრიცხველებს პროექტული თანამშრომლობისთვისGMT Intelligence Systems LLC აყალიბებს ექსპერტთა გუნდს პრეისკურანტში არსებული ერთეულების საბაზრო ღირებულების დადგენის პროექტისთვის.ვეძებთ არანაკლებ ორ ექსპერტ-ხარჯთაღმრიცხველს, საინჟინრო-ტექნიკურ სფეროში დადასტურებული საექსპერტო გამოცდილებით.სამუშაო მოიცავს სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად კალკულაციების მომზადებას, მასალების ფასების მოძიებას რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროდან და განმარტებითი ბარათების შედგენას.სავალდებულო მოთხოვნები:• სულ მცირე 7-წლიანი ექსპერტად მუშაობის გამოცდილება ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან სხვა შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში. სხვა ორგანიზაციის შემთხვევაში გამოცდილება უნდა ემთხვეოდეს მის A-ტიპის, ISO 17020-ის შესაბამისი აკრედიტაციის პერიოდს.• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა.• პროექტში პირადი პროფესიული მონაწილეობისთვის მზადყოფნა. კანდიდატი არ უნდა იყოს დასაქმებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.პროექტის საერთო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე, ექსპერტიზის ჩათვლით.თანამშრომლობა ანაზღაურებადია. ჩართულობის მოცულობა, სამუშაო პირობები და ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად.დაინტერესებულ სპეციალისტებს გთხოვთ, გამომიგზავნოთ CV ან მოკლე პროფესიული პროფილი, შესაბამისი საექსპერტო გამოცდილების ორგანიზაციებისა და პერიოდების მითითებით.📩 პირად შეტყობინებაში ან კოლეგებო, შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციაც ძალიან დაგვეხმარება.#ხარჯთაღრიცხვა #ექსპერტიზა #საინჟინრო #თანამშრომლობა
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 2 semaines
Expire dans 1 mois
20 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
GMT Intelligence Systems LLC
Tbilissi