დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - თელავი
Bank of Georgia · Telavi
Description du poste
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ სერვისების ოფიცრის პოზიციაზე ქ.თელავში.ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;ჩვენ გთავაზობთ:სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასსხელზე ასაღებ 700 ლარს+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტულ სერვისცენტრში;გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.განვითარების შესაძლებლობას: 3-დან 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართილებითგახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდედაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.
Questions fréquentes
Pourquoi signalez-vous cette offre ?
Aller plus loin
Salaires, guides et recherches en Géorgie.
Postulez en 30 secondes
Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.
En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.
Deja un compte ? Connexion
Une question sur cette offre ?
Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.
Publie il y a 4 jours
Expire dans 1 mois
12 vues · 0 interesses
Boostez vos chances
Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.
Analyse de votre CV en cours...
Bank of Georgia
Telavi