Jobiglo

Aucun resultat.

სერვის ექსპერტი - ნოტიფიკაციები, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი

TBC

ka
Microsoft Excel SQL Power BI

Description du poste

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.სამუშაოს აღწერილობათიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, ნოტიფიკაციების გუნდში, ვეძებთ - სერვის ექსპერტს.თუ გაინტერესებს მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციები, მონაცემებთან მუშაობა და გინდა გაიგო, როგორ ეხმარება სწორად დაგეგმილი კამპანია ბიზნესს მიზნების მიღწევაში - ეს როლი შენთვისაა.შეუერთდები გუნდს, რომელიც ჩართულია TBC ბანკის კამპანიების მართვაში - დაგეგმვასა და მომზადებაში. შენი საქმიანობა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით იღებენ მომხმარებლები ბანკისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას.რას გააკეთებ?ნოტიფიკაციების გუნდთან ერთად ჩაერთვები კამპანიების დაგეგმვისა და მართვის სრულ პროცესში და იზრუნებ მომხმარებლებთან ეფექტური პირდაპირი კომუნიკაციების განხორციელებაზე. იმუშავებ მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა არხთან, როგორებიცაა: SMS, Push, Email და Popup. ჩაერთვები კამპანიების შედეგების ანალიზსა და ეფექტურობის შეფასებაში - გუნდთან ერთად მოძებნი გზებს კომუნიკაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად და პროცესების ოპტიმიზაციისთვის. იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან: დაგეგმავ და ააწყობ სამიზნე სეგმენტებს, შექმნი საჭირო ლოგიკებს და მოამზადებ ბაზებს კამპანიებისთვის. გაიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ისეთ ინსტრუმენტებში, როგორებიცაა Excel, Power BI და სხვა. ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და უკეთ გაიგებ, როგორ გამოიყენება პირდაპირი კომუნიკაციები ბიზნეს მიზნების მისაღწევად. კვალიფიკაციამონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის გამოცდილება; Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა ( SQL ; PBI ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);ინგლისური ენის ცოდნა;საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)დამატებითი ინფორმაციათიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bankთიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:ანონიმური ვებ-ფორმა #1 – ვებ-ფორმა #2 – ცხელი ხაზი – 0800 100 268ანონიმური წერილიელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილებადაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Questions fréquentes

Le salaire n'est pas communiqué publiquement par le recruteur. Vous pouvez postuler et négocier directement avec TBC.
Cliquez sur "Postuler maintenant" en haut de la page. Vous pouvez importer votre CV en 1 clic — Jobiglo extrait automatiquement vos informations et postule pour vous.

Pourquoi signalez-vous cette offre ?

Merci pour votre signalement. Nous allons examiner cette offre.

Postulez en 30 secondes

Entrez votre email pour postuler. Un compte sera cree automatiquement.

Postuler maintenant →

En continuant, vous acceptez nos conditions d'utilisation.

Deja un compte ? Connexion

Une question sur cette offre ?

Posez-la ici : vous recevrez le récapitulatif de l'offre par e-mail, tout de suite.

💬 Contactez-nous sur Telegram

Publie il y a 2 semaines

Expire dans 1 mois

18 vues · 0 interesses

Boostez vos chances

Importez votre CV : nous vous proposons les offres qui matchent votre profil.

Analyse de votre CV en cours...

TBC